უმაღლესი ლიგა. XII ტური: "ტორპედომ" პრინციპულ მატჩში "გურია" გაანადგურა

AutoSharing Option
6 ნოემბერს, უმაღლესი ლიგის 4 შეხვედრა გაიმართა. ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და ლანჩხუთის "გურიას" შორის ჩატარდა.

- უმაღლესი ლიგა. XII ტური: ვიაჩესლავ გროზნის პირველი მოგება

ქუთაისელებმა პრინციპულ შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. ანგარიში მატჩის 11-ე წუთზე ოლეგ მამასახლისმა გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. პირველი ტაიმი ასეც დასრულდა. 49-ე წუთზე უძლიერესი დარტყმით სხვაობა ორამდე ბექა ტუღუშმა გაზარდა, რასაც 78-ე წუთზე შოთა ბაბუნაშვილის გოლიც მოყვა. ამის მერე თორნიკე კაპანაძის დროც დადგა, რომელმაც 82-ე და 84-ე წუთებზე დუბლი გაიფორმა და მატჩის საბოლოო
ანგარიშიც დააფიქსირა.

"ტორპედოს" 12 ქულა დაუგროვდა და "თეთრ ჯგუფში" მე-4 ადგილზეა, "გურია" კი 11 ქულით ბოლოსწინა, მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მთელი მონდომებით ველოდი ამ მატჩს, ველოდი რომ ჩხეტიანის კლუბი რაინდულად გაიმარჯვებდა და გვიჩვენებდა რომ ეს კლუბი კიდევ იარსებებს.
მაგრამ რა გინდა, ანგარიში საამაყო 5-0 , თუმცა დასაწყისი არასაფეხბურთო და უნამუსობით გაჯერებული პირველი გოლით, აშკარად გააფორმა ტორპედოელმა თავისი დაცემა საჯარიმოში,მისი ნაბიჯებიდან გამომდინარე მას არც კი უნდა შეემჩნია გურული ფეხბრუთელის ფეხი, მაგრამ მოინდომა და მსაჯმაც გაუმართლა სიაფანდობა,თუმცა პატიოსანი მსაჯი სიმულაციისათვის დასჯიდა ასეთ ფეხბურთელს. შედეგად კი სულიერად გატეხეს გურულები. თუმცა პროფესიონალმა ფეხბურთელმა 1 კი არა 4-0 რომ იყოს მაინც უნდა იბრძოლოს.
დანარჩენი 4 გოლი ერთი მეორეზე უკეთესი იყო, წუნს ვერ დაუდებდი ტორპედოს თამაშს.
წარმატებები ტორპედოს და ეცადეთ მომავალში ასეთი ხერხით ბურთის გატანა არ დაგჭირდეთ.
QWERTY
20:10 06-11-2016
0
გუნდი წინ მიდის,წელიწადია კალიბდება,ყველამ იშრომა ყოჩაღ ბიჩებს..ჩხეტიანმა ხელი დაატყო,მაგრამ არ დაგვავიწყდეს,შტელინაც კარგად იმუშავა,მერე ჟორჟიკაშვილს ჩაუვარდა თუმცა ფალავანდიშვილი კარგი შენაძენი არის,მოკლედ ასე კოლეკტივი შეიკრა,წინ ბიჭებოოოოოოოოოოოო!!!
lasha
20:46 06-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული