ანგარიში გუშინდელი მატჩის სურათს საერთოდ ვერ ასახავს, მერაბ კოჭლაშვილის გუნდმა, გარდა იმისა, რომ ორი ბურთი გაიტანა, კიდევ არაერთი საგოლე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან.
ყველაზე მეტი შანსი ბესიკ ჩიმაკაძეს ჰქონდა, მაგრამ "ვიტ ჯორჯიას" ფორვარდმა რამდენიმე ხელსაყრელი შანსიდან ერთიც
ეს მეორე ტაიმში იყო, ანგარიში კი "ვიტ ჯორჯიამ" ეფექტურად გატანილი ბურთით გახსნა. ირაკლი ჭანკვეტაძემ გრძელი და გამოზომილი გადაცემით გიგა ბეჭვაია მოძებნა და ვიტელთა კაპიტანმა ეფექტურად, ერთი შეხებით დალაშქრა "სამტრედიას" კარი. საგოლე კომბინაცია ისეთი ლამაზი იყო, რომ უთუოდ მოხვდება სეზონის საუკეთესო გოლთა ჩამონათვალში. ბეჭვაიამ კი ამჯერადაც მაღალ დონეზე ითამაშა და მოედანზე გამორჩეული იყო.
განიავებულ მომენტებს რაც შეეხება, "სამტრედია" ვერ იყო ის გუნდი, მოწინააღმდეგეს ამისთვის რომ დასჯიდა, მაგრამ უფრო ძლიერ მეტოქეებთან თამაშში ვიტელებს ამდენი უზუსტობის უფლება აღარ ექნებათ.
დაწინაურებამდე კი მასპინძლებს უსიამოვნება შეემთხვათ. დაშავებულმა დავით მაისაშვილმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. თამაშში მის ნაცვლად ჩართული ჯემალ გოგიაშვილი დაცვის ცენტრში გაამწესეს, ლაშა კასრაძემ კი ამ პოზიციიდან მოედნის ცენტრამდე აიწია.
სტუმრებს ერთადერთი რეალური საგოლე შანსი 0:0-ზე მიეცათ, როცა დავით ჩხიკვაძის დარტყმა არდალიონ მიქაბერიძემ მოიგერია.
მეორე ტაიმში "სამტრედიამ" მატჩში გარდატეხის შეტანა კი სცადა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო - ფინანსურ გასაჭირში მყოფმა და სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა რომ უცხოური შეკრებიდან დაბრუნებულ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ეს არც იყო გასაკვირი.
მატჩის მეორე ნახევარში სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ალავერდაშვილი და გრიგოლ იმედაძე ვიხილეთ. ახლო წარსულში საქართველოს ჩემპიონატში ორივე შედეგიანად თამაშობდა და ვნახოთ, როგორი გამოდგება მათი დაბრუნება. გუშინ არც მათი დღე იყო და არც "სამტრედიასი", ასე რომ იმერელთა ახალწვეულების შეფასება შემდეგი ტურებისთვის გადავდოთ.
გუშინდელი გამარჯვებით "ვიტ ჯორჯიამ" მეოთხე ადგილის დაკავებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა საფუძვლიანი პრეტენზია, "სამტრედია" კი ჯერჯერობით, არ ჰგავს იმ გუნდს, ნორმალურ პირობებში მყოფ უმაღლესლიგელებს სათანადო წინააღმდეგობა რომ გაუწიოს.
27.02. თბილისი. შატილი. 100 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 ბეჭვაია (17. ჭანკვეტაძის პასით), 2:0 როსტიაშვილი (72. ღანიაშვილის პასით)
ვიტ ჯორჯია სამტრედია
4-3-2-1 4-5-1
ა. მიქაბერიძე ჯინჭარაძე
ხურცილავა ხუმარაშვილი
კასრაძე ჩხიკვაძე
ადამაძე კირთაძე
ჭანკვეტაძე ნინუა
ბეჭვაია რუხაია
მაისაშვილი გ. მიქაბერიძე
ვასაძე ლომაშვილი
ჯანელიძე ცხადაია
ზაქრაძე ბურჯანაძე
ჩიმაკაძე ბაკარანძე
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი ლ. ანჯაფარიძე
ვიტ ჯორჯია
14. მაისაშვილი - გოგიაშვილი
59. ჩიმაკაძე - როსტიაშვილი
71. ზაქრაძე - ღანიაშვილი
სათადარიგოები: ძაძამია, გიორგი გურეშიძე, კორიფაძე, დვალაშვილი
სამტრედია
46. რუსაია - ა. დვალიშვილი
46. ბაკარანძე - ალავერდაშვილი
75. ნინუა - იმედაძე
სათადარიგოები: კეკელიძე, ზ. ენდელაძე, ი. ხვადაგიანი
არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)