პირველ ლიგაში სრული განუკითხაობა სუფევს - "ლიახვი" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში, ცხინვალის "ლიახვი" ხობის "კოლხეთის" (2:2) წინააღმდეგ მოედანზე ლევან ჯოხაძის ნაცვლად, გიორგი ქავთარაძემ გაიყვანა. თამაშის წინა დღეს მთავარი მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგა.

თუ რატომ დატოვა ჯოხაძემ გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე, ამაზე მან Sportall.ge-სთან ისაუბრა.

"მივიღე გადაწყვეტილება, რომ დარჩენილ შეხვედრებში აღარ შემესრულებინა მთავარი მწვრთნელის მოვალება.

გადაწყვეტილება განპირობებულია იმ ატმოსფეროთი, რომელიც გუნდში სუფევს. მიმდინარე ჩემპიონატში, კლუბის ხელძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება გაეშვა წამყვანი ფეხბურთელები და ახალგაზრდებით გასულიყო ფონს. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ პირველ ლიგაში არის უმძიმესი
პრობლემები, სუფევს სრული განუკითხაობა, პრობლემებია ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე კლუბს ამის გამო სანქციებიც დაუწესა.

ძნელია, როცა მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო სეზონს ატარებ, მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ, ამ დროს კი შენს ირგვლივ მსგავსი ფაქტები ხდება.

"ლიახვთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს და ის ძალაში რჩება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, მწვრთნელის მოვალეობებს აღარ შევასრულებ. მოვალეობს აღარ შეასრულებს მეკარეების მწვრთნელი ზურაბ ბათიაშვილიც. გუნდზე პასუხისმგებლები ჩვენ აღარ ვართ", - გვითხრა ჯოხაძემ.

ლევან ჯოხაძემ, რომელიც გასულ სეზონში მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში ჩემპიონი გახდა, მთავარი მწვრთნელის პოსტი მალხაზ ჟვანიას წასვლის შემდეგ დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
უფროსობამ შარშან გუნდი ვერ გადმოიყვანა უმაღლესი არადა ჩემპიონები გახდნენ. ასეტი კაცი ახლა ალბათ ზის და ფულს აკეთებს. მოვიტხხოვ ფედერაციისგან შეისწავლოს თამაშები და ყველა დასაჯონ ვინც უმსგავსობას ჩადის და გულშემატკივარს სულშI გვაფურთხებენ. მწვრტნელი ტყუილად არ წამოვიდოდა რაღაც ხდება შინგნით
beqa
17:05 14-11-2016
0
სამგურალს რომ ახსენებ ბოდისჰი მოიხადე ვიგაც ხარ.სამგურალი სუპტად ტამასჰობს და ნუ სცხებტ ჩირქს
gorgo
16:56 14-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული