ცხინვალის "ლიახვი" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "ლიახვის" პრესსამსახურმა სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" ეხმაურება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც,  ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

- კიდევ ერთი გარიგებული მატჩი - "ლიახვი" და "იმერეთი" მკაცრად დაისაჯნენ

სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიშით იხელმძღვანელა.

8 ნოემბერს, პირველი ლიგის თამაშზე ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა
საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო, ემიჯნება ყოველგვარ გარიგებასა და შედეგზე მანიპულირებას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და შესაბამის ორგანოებს მიმართავს, გამოიძიონ აღნიშნული მატჩი და შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებები გაატარონ.

ცხინვალის "ლიახვი" თნამშრომლობს ფეხბურთის ფედერაციასთან და ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს გამოძიებას, რათა აღიკვეთოს ყოველგვარი გარიგება ქართულ ფეხბურთში.

შეგახსენებთ, პირველი ლიგის გასულ სეზონში, 2015 წლის 29 ნოემბერს გასამართი მატჩი ხობის "კოლხეთსა" და ცხინვალის "ლიახვს" შორის შესაძლო გარიგების გამო გადაიდო.

ფეხბურთის ფედერაციას ინფორმაცია "ლიახვის" წარმომადგენლებმა მიაწოდეს, რის შემდეგაც სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი თავად ჩავიდა ხობში სიტუაციის გასაცნობად. ამ დროისთვის უცნობია, ვინ ცდილობდა თაღლითურ გარიგებას.

საფეხბურთო კლუბი ცხინვალის "ლიახვი" თხოვნით მიმართავს სფფ-ს, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებთან ერთად კიდევ ერთხელ გადახედონ და გამოიძიონ მატჩი, რომელიც შესაძლო გარიგების გამო გადაიდო", - ნათქვამია გადაცემაში.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიახვი - სამგურალიც უდა გადაიხედოს და ყველა თამაში რომელსაც ნაყიდი თამაშის სუნი აქვს, მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა და ბოლო ბოლო იქნებ ეშველოს ჩვენ ფეხბურსაც
barsa
19:50 16-11-2016
0
ესენი ნახე რა უმაღლეში არ გადაუშვეს და რა დღეში არიან ყიდიან და ყიდიან თამაშებს ერთი რუსთავი-ლიხვი არ იყო ჩაცყობილი ან ლიხვი-სამგურალი.კიდევ თავს იმართლებენ ესე კი არ უნდა მოხსნა უნდა დაიჭირონ.რა ლიახვი კარგით რა.ქართული ფეხბურთის მტრები არიან.მწვრთნელიც იმიტომ გაეგცათ.მიხვდა ალბათ ვისთან გონდა საქმე
dudu
14:55 16-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული