გროზნი: "დინამო" ლეგიონერებში ფულს აღარ გადაყრის, მათ სხვა გზით მოვიყვანთ!

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

გთავაზობ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:
- გულშემატკივართა აზრით, საჭიროა გუნდის დაკომპლექტება გამოცდილი უცხოელი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით, რათა მათ ისწავლონ გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით და კიდევ უფრო განვითარდნენ. თუმცა, მცირე გამონაკლისების გარდა, "დინამოში" მოჰყავდათ სრულიად უცნობი და არაფრისმაქნისი უცხოელები, რომლებიც არათუ აძლიერებდნენ გუნდს, არამედ სათადარიგოებს შორის მოხვედრაც კი უჭირდათ. მესმის, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემაა, რომელსაც თქვენც შეხვდებით. რას აპირებთ ამ კუთხით? საერთოდ უარს იტყვით გამოცდილ უცხოელებზე თუ გუნდის ხელმძღვანელობას
მოსთხოვთ, ცოტა ფული დახარჯოს და ისეთი ფეხბურთელები მოიწვიოს, რომლებიც გუნდს რეალურად გააძლიერებენ?
- ლეგიონერების ყიდვას არ ვაპირებთ. რისთვის ვხარჯოთ ფული? არა, ლეგიონერებზე უარს არ ვამბობთ - ისინი გვეყოლებიან, თანაც საკმაოდ კარგი დონის, მაგრამ  კლუბში ლეგიონერის მოყვანის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, რომელიმე კლუბიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეგიონერი, აღვზარდოთ ფეხბურთელი, გავყიდოთ და თანხა ნახევრად გავიყოთ იმ კლუბთან, ვისგანაც მოვიყვანეთ.

ამის გარდა, ბევრი სხვა გზაც არსებობს და ამაზე ვიმუშავებთ.

ასევე, კიევის "დინამოსთან" გვაქვს შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილი ფეხბურთელები იქ წავლენ, ხოლო კიევის "დინამოს" ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ, აქ ჩამოვლენ.

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ზრდას ხელს არ შევუშლით, მაგრამ იქ, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელი არ გვეყოლება, გამოცდილი ლეგიონერის ჩამოყვანას ვეცდებით. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ არ ვიყიდით!

მენეჯმენტი ახსენეთ... ის მენეჯმენტი აღარაა კლუბში, რომელიც იმ ტრანსფერებს აკეთებდა, ხომ ასეა?! და არც იქნება! ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ... უჩემოდ გუნდში ვერცერთი ფეხბურთელი მოვა. არც მენეჯერებთან ვმუშაობ და არც აგენტებთან - რაში მჭირდებიან? ჩემზე უკეთ ესმით ფეხბურთი თუ ჩემზე უკეთესი თვალები აქვთ? მე თავად ვაკვირდები ფეხბურთელს და თავად გამოვთქვამ მისი შეძენის სურვილს...

ვუშვებ თუ არა შეცდომებს? კი, ვუშვებ, ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი. ხშირად ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც გუნდში მომიყვანია, კონკურენციის გამო ვეღარ უთამაშია. არადა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები იყვნენ... უკონკურენციობის დროს ბევრად კარგად თამაშობენ, ზოგი კი პირიქითაა. საქართველოშიცაა ბევრი ასეთი.

უკრაინის ჩემპიონატი იმიტომ იყო ძლიერი, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი ფინანსური კონტრაქტები ჰქონდათ. ევროპული გუნდები როცა სთავაზობდნენ კონტრაქტს, იქ არ მიდიოდნენ - უკრაინაში გაცილებით უკეთესი ხელფასი ჰქონდათ. საქართველოდან კი ნებისმიერი ფეხბურთელის წაყვანა მარტივია და ეს ცუდია, მაგრამ "დინამო" ამ გზით არ მიდის და არც მომავალში წავა.

Sportall.ge ვიაჩესლავ გროზნის სრულ ინტერნეტკონფერენციას ორშაბათს, 28 ნოემბერს შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 9 /
არადა რასაც ლაპარაკობს თუ გააკეთა სწორი გზაა აქამდეც და ეხლაც ამას ვამბობდი მარა აბა ფიფიასთან ჩემს ნააზრევს ვრინ მიიტანდა ხუციშვილი ყავდა მენეჯერად საიდან მოყავდა ფეხბურთელები თვითონ არ იცოდა
fexburteli
00:02 27-11-2016
0
ქართველი ფეღბირთის ყველაზე დიდი პრობლება შედარებით სუსტი ფიზიკური მომზადებაა. თანამედროვე ფეღბურთში მარტო ნიჭი და ტექნიკურობა საკმარისი არ არის, ყოველთვის დაგჩაგრავს ფიზიკურად ძლიერი თუნდაც შენზე ნაკლებად ტექნიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია 90 წუთი დაუღალავად ირბინოს და ბურთი აკონტროლის...
qomqgi
10:56 26-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული