უმაღლესი ლიგა. XIV ტური: პირველ ლიგაში კიდევ ერთი გუნდი დაქვეითდა

AutoSharing Option
დღეს, 26 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბოლო, XIV ტურის შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ბრძოლას გარდამავალი ჩემპიონატის პლეი ოფსა და პლეი აუტში გააგრძელებენ. ასევე გამოვლინდა ის ორი გუნდი, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ - "ზუგდიდთან" ერთად ელიტას "ცხინვალიც" დაემშვიდობა.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ საქართველოს ახალი ჩემპიონის ვინაობა "ჩიხურასა" და "სამტრედიას" ორმატჩიან ბრძოლაში (3 და 11 დეკემბერს) გამოვლინდება.

ევროპალიგის პლეი ოფში კი, რომლის მატჩები 30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს გაიმართება, "საბურთალო"-"დინამო" (თბ) და "ტორპედო"-"დინამო" (ბთ) ითამაშებენ. ამ
წყვილებში გამარჯვებულები ევროპალიგის საგზურის მფლობელს 10 დეკემბერს, ნეიტრალურ მოედანზე გამართული ერთი მატჩით გამოავლენენ.

პლეი აუტში, რომლის მატჩები 1-ელ და 6 დეკემბერს გაიმართება, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ერთმანეთს "სიონი"-"შუქურა" და "გურია"-"დილა" დაუპირისპირდებიან. დამარცხებულები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან.

უმაღლესი ლიგა. XIV ტური
თეთრი ჯგუფი
26.11. თბილისი. დინამო არენა
ჩიხურა-ცხინვალი 4:1
გოლები: 1:0 გიორგი გაბედავა (25), 2:0, 3:0 დიმიტრი ტატანაშვილი (62, 67), 3:1 თამაზ მაქაცარია (68), 4:1 თორნიკე გორგიაშვილი (90).

26.11. თბილისი. მიხეილ მესხი
ლოკომოტივი-შუქურა 1:1
გოლები: 0:1 კობა შალამბერიძე (25), 1:1 რატი არდაზაშვილი (78).

26.11. ქუთაისი. რამაზ შენგელია
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1
გოლი: 0:1 გიორგი ზარია (27).

წითელი ჯგუფი
26.11. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
ზუგდიდი-სამტრედია 0:5
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (3), 0:2 ბაჩანა არაბული (25), 0:3 ჯემალ გოგიაშვილი (49), 0:4 ბაჩანა არაბული (56), 0:5 ბუდუ ზივზივაძე (63).

26.11. ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-საბურთალო 0:1
გოლი: 0:1 სანტიგო ხარა (67).

26.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 დავით კაპანაძე (17).
გაძევება: ალექსანდრე კვახაძე (47, დილა), რასიმ რამალდანოვი (47, კოლხეთი).
მკითხველის კომენტარები / 13 /
ბატონებო, ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ ვინც ჩემ სუბიექტურ აზრს გამოეხმაურა დადებითად უარყოფითად. გაიხარეთ.
gizog
27 ნოემბერი 2016 17:36
0
მე ვარ საჩხერის "ჩიხურას" დირექტორი. ძალიან კარგია, რომ ყველას გვაქვს გამოვთქვათ აზრი საჯაროდ. ყველას მოსაზრება ღირებული და საპატივსაცემლოა! რაც არ უნდა მიკერძოებულად გვიყვარდეს (რაც ბუნებრივია) რომელიმე გუნდი, ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს- ქართული ფეხბურთის წარმატება. ამ გზაზე კი სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.
ბერიკა შუკაკიძე
27 ნოემბერი 2016 12:55
0
გაუმარჯოს კალაძეს და სამტრედიას :P
bacho
26 ნოემბერი 2016 23:28
0
იმედია ტელევიზორში იქნება დინამოს თამაში პირველ არხზე რატომ არ უშვებენ
gura
26 ნოემბერი 2016 23:18
0
გიზო რა მნიშვნელობა აქვს ანგარიშს.. რაც შეგიძლია და არ აკეთებ იგივე დაწოლაა.. რომ არ ითამაშო გულშემატკივრის უპატივცემულობაში დადებ ბრალს და უნიათოებს დაუძახებ... სპორტს თავის წესები აქვს. თან სპარტაკს არც თუ ცუდი შემადგენლობა ყავს საქარველოს პირობაზე.. შენი ლოგიკით სხვებსაც არ უნდა მოეგოთ სპრტაკისთვის დიდი ანგარიშით. 1:0 ისედაც ხო 3 ქულაა
Gotfree
26 ნოემბერი 2016 21:58
0
სამტრედიას გაუმარჯოს. ის მართლა საუკეთესო გუნდია საქართველოში და ღირსია იმის რომ ჩემპიონი გახდეს.
ჯემალი
26 ნოემბერი 2016 19:23
0
გურია ჩემი უსაყვარლესი გუნდია, ეს ის გუნდია, რომელმაც 80-იან წლებში სასწაული მოახდინა და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერს ლიგაში აღზევდა და ქართველები სიამაყის გრძნობით აღგვავსო. ეს მას მრავალმხრივი მუშაობის და ფინანსების ფასად დაუჯდა, მაგრამ როგორც კი საქარველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა გამოსულიყო იმ ძლიერ, იმ დროისთვის სანუკვარ ლიგიდან, ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი სწორედ საკლუბო გუნდი გურია მის მხურვალე გულშემატკივარი გურულები იყვნენ, გაუმარჯოს გურის. ახლა შემდეგი ჩემთვის სამარცხვინო გუნდს დევნილთა გუნდისთვის 1;0, 2;0 3;1 ან 2;1, რომ მოეგო ვითომ გურია გავარდებოდ ამით. და საერთოდ სამტრედიაში მხოლოდ გავლით ვარ ნამყოფი, როცა გურიაში, აჭარაში, აფხაზეთში ან სამეგრელოში მივდიოდი. ისე კაცს, თუ ის კაცია კორექტულობა უფრო უხდება, ვიდრე მოჭორავე დედაკაცივით რაღაც იარლიყების მიკერება.
gizog
26 ნოემბერი 2016 18:27
0
როგორ შეიძლება მასე მსჯელობა რა შუაშია აქ ლტოლვილობით სპეკულირე ა ჯერ ერთი რომელია ლტოლვილი მაგ გუნდში მეორე ეს სპორტია მაგ პრინციპით მაშინ გურიასთანაც უნდა გაეგო მესამე ცხინვალი კი არა იუვენტუს მანჩ.იუნაიტედის მოსკოვის სპარტაკს და ა.შ. უთამაშიათ 1ლიგაში ასე რომ...გურიას ქომაგი არ გეგონოთ 9წელია ამერიკაში ვცხოვრობ უბრალოდ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ...ისე ცნობისთვის არავინ თქვას რო ამერიკაში ფეხბურთი(სოკერი ესე ეძახიან აქ)არ უყვართ საშ.დასწრება არის 15-17 ათასი სამხრეთში ხო საერთოდ ასე რომ დასკვნები თქვენ გამოიტანეთ.პ.ს.N.Y.citi აშენებს ნიუ იორკში დზალიან მაგარ სტადიონს
კახა ქირია
26 ნოემბერი 2016 17:32
0
შენ როგორ გინდოდა???უნდა დაწოლოდა ჩიხურა და ფეხბურთი არ ეთამაშა.მაგარი ლოგიკა გაქვს.გაგრამ რა დააშავა სოხუმის ცხუმმაც
gizog
26 ნოემბერი 2016 17:01
0
gizog

შენ ვაჟკაც, ის გიზო ხომ არა ხარ სამტრედიელი,ცენტრალური ტრიბუნის სიახლოვეს რომ იყრით თავს ამხანაგებთან ერთად , მუდამ რომ ...და მატჩის დაწყების წუთებიდან მის დამთავრებამდე ყველას და ყველაფერს დედას აგინებ, სამტრედიის მთავარ....რომ ხარ ქცეული ?

რაც შეეხება ჩიხურას,ცუდი იყო რომ წააგეს მოლდოვურ კლუბთან მაგრამ ყველაფერი ხდება. და რა უნდა ექნათ ამის გამო ყველაფერზე ხელი მოაწერონ?დაუთმონ ცხინვალს თამაში და გურია ხელოვნურად გააგდონ?ითამაშა ჩიხურამ და მოიგო, ეთამაშა ცხინვალს და მოეგო,რაა ეს რა იდიოტური ლოგიკაა? ცხინვალი რა იშლება? გადავა 1-ლ ლიგაში, მოიკრეფს ძალებს და დაბრუნდება უკან თუ შეიძლებს. არც გაგრა,არც გალის მზიური, არც ოჩამჩირის ამირანი, არც სოხუმის დინამო ან ცხუმი არ თამაშობენ უმაღლეს ლიგაში, ჰოდა რა ვქნათ? პოლიტიკურად 26 კლუბიანი უმაღლესი ლიგა შევქმნათ?
Jango
26 ნოემბერი 2016 16:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული