მართალია, "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ უკრაინელმა კიპერმა, ვისაც სხვადასხვა დროს კიევის "არსენალში", "ვოლინსა" და "ოლიმპიკში" უთამაშია, მართლაც კარგად წარმოაჩინა თავი. უკრაინული მედიასაშუალება კონტრაქტის სავარაუდო ხანგრძლივობასაც ასახელებს - ერთი წელიწადიო.
გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და შევიტყვეთ, რომ ლიტოვჩენკო მართლაც საინტერესო ფეხბურთელია "დინამოსთვის", თუმცა კონტრაქტზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, მეტიც - ამ მომენტისთვის უკრაინელს თბილისური გრანდისგან ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია.
საქმე ისაა, რომ ჯერ გასარკვევია, დარჩება თუ არა "დინამოში" ნუკრი რევიშვილი. თუ ასე მოხდა, მაშინ "დინამოს" უფრო მეორე მეკარე დასჭირდება, ვიდრე პირველი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"