მათე ვაწაძე: რა თქმა უნდა, საქართველოში დარჩენა არ მსურს და წასვლაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივმა" გარდამავალ ჩემპიონატში ბევრი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა, მაგრამ ყველაზე დიდი სიურპრიზი გუნდში მათე ვაწაძის მისვლა იყო.

დანიური "ორჰუსიდან" წამოსული საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მოლაპარაკებას ისრაელის, თურქეთისა და რუსეთის კლუბთან აწარმოებდა. ამას გარდა, მათეს ჰონკონგშიც იწვევდნენ და ბოლოს წელიწადში 240 ათას დოლარსაც სთავაზობდნენ, მაგრამ... მან ჩათვალა, რომ აზიაში წასვლით სანაკრებო კარეირას ჯვარს დაუსვამდა და "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა.

თუმცა 27 წლის ფორვარდს არ გაუმართლა და ტრავმების გამო "ლოკომოტივის" შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ ითამაშა (1 გოლი). ის არ მალავს, რომ წასვლა სურს.

"დანიაში მთელი
6 თვე გამიცდა. სამწუხაროდ, ტრავმამ არც იმის საშუალება მომცა,"ლოკომოტივს" რომ დავხმარებოდი, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, დავრჩები თუ წავალ. კონტრაქტი დეკემბრამდე მაქვს, მალე მიმთავრდება და თავისუფალი აგენტი გავხდები.

ჩემი უპირველესი ამოცანაა, ნატკენი ფეხი მოვირჩინო, რათა ახალი სეზონისთვის 100 პროცენტით მზად ვიყო და შემდეგ გამოწვევას ჯანმრთელი შევხვდე.

რა თქმა უნდა, საქართველოში დარჩენა არ მსურს და წასვლაზე ვფიქრობ. ტრანსფერზე მენეჯერები მუშაობენ და იმედი მაქვს, რომ კარგ გუნდში გადავალ, მაგრამ ჯერ ამ თემაზე კონკრეტული ლაპარაკი არ შემიძლია", - ამბობს ვაწაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მან ჩათვალა, რომ აზიაში წასვლით სანაკრებო კარეირას ჯვარს დაუსვამდა და "ლოკომოტივში" თამაში ამჯობინა. ხო აბა რა ლოკომოტივიდან პირდაპირ ძირითადში მოხვდები !! :D:D:D: ეხლა ეს ვინმეს უნდოდეს და ლოკომოტივსჰი წამოვიდოდა ? :D:D:D:D:
ika
02 დეკემბერი 2016 10:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული