თბილისის "დინამო": სერგეი ლიტოვჩენკო იმ შემთხვევაში მოვა, თუ ნუკრი რევიშვილი წავა
AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრესსამსახური არ ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" უკრაინელმა მეკარე სერგეი ლიტოვჩენკომ თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
როგორც კლუბში გვითხრეს, ლიტოვჩენკოს ტრანსფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, წავა თუ არა გუნდიდან ნუკრი რევიშვილი. ეს ყველაფერი კი ბრინჯაოს მცირე ფინალის შემდეგ უნდა გადაწყდეს.
29 წლის ლიტოვჩენკო "ზუგდიდში" ამ წლის აგვისტოში გადაბარგდა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.