- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]
როგორ აფასებს მეტოქეთა შანსებს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს? ამის შესახებ "ლელო" ფოთის "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელს, გელა სანაიას ელაპარაკა...
- პირველი შეხვედრის შედეგი "ჩიხურას" ჩიხში აყენებს და ლოგიკით, სოსო ფრუიძეს მისთვის ჩვეულ სტილზე, კონტრშეტევებზე თამაშის უფლება აღარ რჩება...
- საჩხერელების უპირატესობა მათი
0:2 "ჩიხურასთვის" დიდი დარტყმა იყო და მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ლოგიკით, საჩხერელებმა ახლა უნდა შეუტიონ. მაგრამ სოსო ფრუიძე გამოცდილი მწვრთნელია და ტაქტიკას ფრთხილად არჩევს. ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებს.
ორი ძლიერი გუნდის შეხვედრაში 2-ბურთიანი უპირატესობის აღმოფხვრა შეუძლებელი არ არის, რადგან "ჩიხურა" ფინალში შემთხვევით არ გასულა. თუმცა, სასურველი შედეგის მიღწევაც ძალიან ძნელი იქნება, მით უფრო გია ცეცაძის "სამტრედიასთან", რომელიც ძალიან კარგი გუნდია.
- გუნდების პლუს-მინუსებზე რას იტყვით?
- ჩვენს ჯგუფში "სამტრედია" იყო და მის თამაშებს უფრო ვუყურებდი. ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, დაცვიდან შეტევაზე და პირიქით დროულად და სწრაფად გადადის, ზედა ზონაში პრესინგს მშვენივრად ახერხებს, პლუს, ბირთვი შეთამაშებულია და გუნდურ ფეხბურთს აჩვენებს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ სამტრედიელთა რიგებში ჩვენი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, რომელიც ძალიან დიდი ძალაა...
გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურას" ბევრი თამაში არ მინახავს. მაგრამ ვიცი, რომ უფრო ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს და სტრატეგიას კონტრშეტევებზე აგებს. პლუს, გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.
ცეცაძეს სამტრედიელების მოტივირება ახლა უფრო დასჭირდება, მეორე შეხვედრა პირველზე უკეთ რომ ჩაატარონ. მათ მოდუნების უფლება არ აქვთ, თორემ ეს შეცდომა ძვირად დაუჯდებათ, მაქსიმალური კონცენტრაციის გარეშე კი "ჩიხურა" ნებისმიერ მეტოქეს დასჯის. მაგრამ ფაქტია, რომ სამტრედიაში თამაში არ გამოუვიდა.
- რომ შევაჯამოთ, როგორია თქვენი პროგნოზი?
- პროგნოზები არ მიყვარს, ეს რთული საქმეა. მაგრამ სამტრედიელებს ისტორიული შანსი და უპირატესობა აქვთ. ცეცაძის გუნდი იმდენად ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებს, მსგავსი არც ერთი სხვა ქართული გუნდის შესრულებით არ გვინახავს და მაინც მგონია, ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
საჩხერელთა საქმეს ისიც ართულებს, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს. პირველმა მატჩმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რეგიონში ხალხს ფეხბურთი უზომოდ უყვარს და სტადიონს ავსებენ, თბილისში კი ამდენი გულშემატკივარი არ დადის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"