მეორე ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში "კარლსრუე" საკუთარ მოედანზე "პროისენთან" ფრეს დასჯერდა - 1:1.
ბუდუ ზივზივაძე ტრადიციულად აქტიური იყო, მცველი ეუხეშა და ტრავმას გადაურჩა, 37-ე წუთზე კი მასპინძლები დააწინაურა. ეს მიმდინარე ტურნირზე მისი მერვე გოლია. ქართველი 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს.
ზივზივაძის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: flashscore 7.3, whoscored 7.2, sofascore 7.1.
"კარლსრუე" 20 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „ჰანოვერს“ 2 ქულით ჩამორჩება და 23 ნოემბერს გასვლაზე "გროიტერ ფიურტს" დაუპირისპირდება.
კარლსრუე. "BBBank ვიდპარკი"
კარლსრუე - პროისენი 1:1
გოლები: 1:0 ზივზივაძე (37), 1:1 ფრენკერტი (90+2)
ზივზივაძეს გოლი არ ჩაუთვალეს - "კარლსრუე" "ჰანოვერთან" დამარცხდა [VIDEO]