საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2017 წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება.

დუბაიში, უზბეკეთსა და იორდანიასთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრებში მთავარმა მწვრთნელმა ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დააკომპლექტა. მოგეხსენებათ, უახლოესი ორი ამხანაგური მატჩის თარიღი ფიფას ოფიციალურ კალენდარში არ არის შეტანილი და მთავარ მწვრთნელს ამ მატჩებში ძირითადად იმ მოთამაშეების გამოცდის შესაძლებლობა ექნება, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები შანსი ეძლევათ.

საქართველოს ნაკრები დუბაიში 21 იანვარს გაემგზავრება. 23 იანვარს, ვლადიმის ვაისის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი უზბეკეთის
ნაკრებს შეხვდება. 25 იანვარს კი საქართველოს ნაკრების მეტოქე იორდანია იქნება.

მეკარეები: როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი ("სამტრედია", სამტრედია), ოთო გოშაძე ("საბურთალო", თბილისი).
მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი ("ჩიხურა", საჩხერე) თედორე გრიგალაშვილი ("საბურთალო", თბილისი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", ოდესა, უკრაინა), გიორგი რეხვიაშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა შერგელაშვილი ("რიგასი", ლატვია), უჩა ლობჟანიძე ("ატირაუ", ყაზახეთი), გიორგი ქიმაძე ("ტორპედო", ქუთაისი).
ნახევარმცველები: თეიმურაზ შონია ("დინამო", ბათუმი), გიორგი განუგრავა ("ჩიხურა", საჩხერე), ოლეგ მამასახლისი ("ტორპედო", ქუთაისი), ოთარ კიტეიშვილი ("დინამო", თბილისი), ბაჩანა არაბული ("დინამო", თბილისი), გიორგი ხარაიშვილი ("საბურთალო", თბილისი), ბექა ტუღუში ("ტორპედო", ქუთაისი), საბა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი).
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("ატირაუ", ყაზახეთი), ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედია", სამტრედია).

წყარო: GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 43 /
sanakrebo shekreba xom samomavlod unda gamoadges nakrebs ofizialur tamashebshi, hoda amatgan romelis imedi unda gvkondes? arzetis, uazro shekrebaa, ertaderti fexburteli romeliz gamogvadgeba khocholavaa.
tornike
13 იანვარი 2017 04:28
0
უთავმოყვარეო დვალიშვილი! არც შერცხვება ისე გამოვა მოედანზე! 38 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი ნაკრებში,ამდენი გოლი სათადარიგო მცველებს გააქვთ ამდენ თამაშში,არადა ძირითადის თავმდამსხმელია.....
ზურა
13 იანვარი 2017 00:28
0
ლობჟანიძე და დვალიშვილი რისთვის ჭირდებათ?როდის გაიტანა გოლი დვალიშვილმა რომელ საუკუნეში.ან მოატყუა ვინმე ან თავით დაარტყა ან ჯარიმა დაარტყა ან პენალი თუ რა.ასე მეც ვითამაშებ გამომიძახონ.ლუბიმჩიკები არიან ალბათ ვიღაცის
გოგა
12 იანვარი 2017 23:24
0
ამ სიცხეში რა ირბენს:)))
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
12 იანვარი 2017 22:45
0
ლობჟანიძე და დვალიშვილი ყველგან ხვდებიან
nodarichi123
12 იანვარი 2017 22:39
0
ამ შეხვედრებშიც მეორე ნომრად უნდა ვითამაშოთ, თუ ორი გამოკვეთილი თავდასხმელია საკმარისი, იქნებ განმიმარტოს ვინმემ.
ჩოგანა გორელი
12 იანვარი 2017 22:32
0
დვალიშვილი არ დაგეკარგოთ....
status quo
12 იანვარი 2017 18:58
0
გეგუჩაძის დაყენებული სასტავი!
გიო
12 იანვარი 2017 18:49
0
sakartvelos chempionatidan 10jer amaze kai gundis gaketeba sheizleboda, eg ra xalxs moukares tavi, dartmunebuli var federaziidan shedgenili sia.
gabrieli
12 იანვარი 2017 18:38
0
ცნობისტვის არაბიდზე შეკრებაზე არის და კაჩარავას კი კლუბი არ უსჰვებს
achi
12 იანვარი 2017 18:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული