კიდევ უფრო დაბლა - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
9 თებერვალს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები წინა თვესთან შედარებით 4 პოზიციით დაქვეითდა და 263 ქულით 125-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა იანვარში ორი ამხანაგური მატჩი გამართა დუბაიში უზბეკეთისა და იორდანიის ნაკრებთან. "ჯვაროსნებმა" უზბეკეთთან ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშეს, ხოლო იორდანიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, თუმცა აღნიშნული შედეგები ფიფას რეიტინგში არ აისახა, რადგან მატჩები ფიფას ეგიდით არ ტარდებოდა.

პირველ ათეულში კი ერთი ცვლილება მოხდა: საფრანგეთის ნაკრებმა კოლუმბიას გადაუსწრო და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე თვითონ მიკვირს ამას რომ ვამბობ,მაგრამ ადრე ვიღაცას პასუხს მაინც სთხოვდნენ ცუდ შედეგზე და ეხლა ხმას არავინ იღებს.ყველა ასაკობრივში ცუდი შედეგი გვაქვს და მწვრთნელებს არ ცვლიან მაინც.არც დამოკიდებულებას.სირცხვილი კობიაშვილს და მის გუნდს.რა იმედი მქონდა ამათი!ღმერთმა თვალი აგიხილოთ და საქმე გეკეთებინოთ.
zviad
11 თებერვალი 2017 09:42
0
მოიგო არჩევნები ხო სულ ტვიტონ მოიგო რაა,7 კაცი დაიჩირეს და ეგრე მამუკაც მოიგებდა კვარაცხელია
taro
10 თებერვალი 2017 01:41
0
მოიგო არჩევნები ხო სულ ტვიტონ მოიგო რაა,7 კაცი დაიჩირეს და ეგრე მამუკაც მოიგებდა კვარაცხელია
taro
10 თებერვალი 2017 01:40
0
ვინმემ არ უნდა აგოს პასუხი ამაზე? თუ მთავარია მოიგო არჩევნები, მოირგო სავარძელი და შეგიძლია იჯდე და ბამბუკი აბოლო ?!!!!!
ლევანი
09 თებერვალი 2017 19:25
0
საცოდავები. მაართლა რა საწყლები არიან, ხუმრობით არ ვამბობ ამას.
დადას
09 თებერვალი 2017 18:14
0
გულწრფელად მეცოდებიან ჩვენი ფეხბურთელები, რაღაც უნდათ გააკეთონ და მინდორზე დაფეთებულები დარბიან.
mumu
09 თებერვალი 2017 16:51
0
არაუშავს, წარმატებული და წინსვლის თვეებიც ხომ გვაქვს ხოლმე (როცა არ ვთამაშობთ)
kote
09 თებერვალი 2017 15:58
0
ძალიან კარგი თუ დაქვეითდა
giorgi
09 თებერვალი 2017 15:26
0
"კიდევ კარგი რომ დედამიწა დიდია და ქვემოთ(უფსკრულში) ადგილები ჯერ კიდევ არის"---არც ისე ბეევრი ადგილია უფსკრულოს ფსკერამდე,მხოლოდ 9 ქვეყნის ნაკრებს ვუსწრებთ და ამგენმა ასე 4-4ი საფეხურით თუ გააგრძელეს ვარდნა მალე დავენარცხებით ფსკერს.კობიაშვილი კი პოლიტიკოსი გახდა და ფახბურთი სულ არ ადარდებს.
mamulo
09 თებერვალი 2017 15:09
0
ფიფას ოფიციალურ გვედზე შეტანილია ორივე თამაში (უზბეკეთი, იორდანია) http://www.fifa.com/fifa-tournaments/teams/compare.html , http://www.fifa.com/fifa-tournaments/teams/compare.html , http://www.fifa.com/associations/association=geo/index.html
დათო
09 თებერვალი 2017 15:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული