სტამბოლში მყოფმა შოთა არველაძემ გაზეთ "კვირის პალიტრას" ინტერვიუ მისცა:
- თურქული პრესა ირწმუნებოდა, "ალანიასფორში" არველაძის გადასვლა გადაწყვეტილი ამბავიაო...
- სინამდვილეში, არც "ალანიადან" და არც სხვა თურქული კლუბებიდან მე არავინ დამკავშირებია!
- "ალკმაარიდან"?
- კონკრეტული შემოთავაზება არც ჰოლანდიური კლუბიდან მიმიღია.
- იფიქრებდი, რომ თელ-ავივის "მაკაბიში" ჩინებულად დაწყებული სამწვრთნელო კარიერა
- ეს იმის ბრალია, რომ არსებული პრობლემები პრობლემებად დარჩა. სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იყო დრო, როცა საჭირო ცვლილებები უნდა მოგვეხდინა, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობამ ასე გადაწყვიტა.
"მაკაბი" ამბიციური, წელგამართული კლუბია და იქ მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. სხვა რომ არაფერი, ევროთასზე ვითამაშე 16 მატჩი!
- თუმცა "შვებულება" დიდხანს გაგრძელდა...
- ვარაუდებით ლაპარაკი არ მიყვარს. რომ შემომთავაზებენ, მერე ვიფიქრებ, დავთანხმდე თუ არა... თელ-ავივში ძალიან გადატვირთული გრაფიკით ვთამაშობდით, მაგრამ ამის მიუხედავად, არც დაღლილი ვარ და არც დასვენება მჭირდება.
- რა გვაჩვენა იმ ერთმა წელიწადმა, რაც საქართველოს ნაკრებს ვლადიმირ ვაისი წვრთნის?
- ვაისმა მოსალოდნელზე სწრაფად შეძლო ნაკრების თამაშის "დალაგება". კახა ცხადაძემ ბევრი იმუშავა სასურველი სისტემის დამუშავებაზე და ვფიქრობდი, რომ ფეხბურთელებს გაუჭირდებოდათ ყველაფრის თავიდან დაწყება. თუმცა, სლოვაკმა მწვრთნელმა თამაშიდან-თამაშამდე მოუმატა და... როცა გუნდის თამაში "დალაგდება", შედეგიც მოვა.
ოღონდ, ხანდახან იღბალიც საჭიროა, ვაისი კი, როგორც ეტყობა, არ არის "იღბალა" მწვრთნელი...
დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს რომ მოხვდება და კარში შეგორდება - მაგარი მწვრთნელი ხარ! მაგრამ თუ ბედი არ გწყალობს, კარის ნაცვლად, ბურთი მოედანზე დაბრუნდება. ხშირად ეს ერთსანტიმეტრიანი განსხვავება მთელი მატჩის ბედს წყვეტს.
იხილეთ სრული სტატია
რატი შელეგია
ყოველკვირეული გაზეთი "კვირის პალიტრა"
რაც შეეხება ვაისს - სანაკრებო გამოცდილების მწვრთნელი გვეღირსა და დავაფასოთ!