ვის იმედზე იქნება თემურ ქეცბაია ხორვატია-ისრაელთან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 მარტს ხორვატიას თბილისში, 29 მარტს კი გასვლაზე ისრაელს ეთამაშება. ეს ორი შეხვედრა ლაკმუსის ქაღალდივით იქნება და გამოჩნდება, რამდენად რეალურია ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლა და რა სტადიაშია გუნდის შენება.

ცხადია, საინტერესოა, დაგეგმილი მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვის გამოიძახებს. ფედერაციაში ლაკონურად გვიპასუხეს, სია დაახლოებით ათ დღეში გამოქვეყნდება და მოითმინეთო.

სხვა გზა არ იყო, სიის კულუარული გზით მოპოვება გადავწყვიტეთ. ცხადია, უპირველესად გვაინტერესებდა, სომხეთთან გამოძახებული შემადგენლობიდან გუნდს ვინ გამოაკლდებოდა და ვინ დაემატებოდა. გვითხრეს, რომ ხორვატია-ისრაელთან შეკრებაზე
გამოძახებულია აბსოლუტურად იგივე შემადგენლობა, რაც სომხეთთან. ისევე როგორც მაშინ, ქეცბაიას ამჯერადაც არ გამოუძახებია მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წამოსვლის შემდეგ უგუნდოდ დარჩენილი მალხაზ ასათიანი. "ასკა" ახლა ინდივიდუალურად ემზადება და ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასეთ მდგომარეობაში საპასუხისმგებლო მატჩებს ვერ ანდობს.

ნაკრებში გამოძახებულები არიან სომხეთთან ტრავმის გამო გამოკლებული უჩა ლობჟანიძე, ლადო დვალიშვილი და სანდრო გურული. სამივე მომჯობინდა და უკვე ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ უცნობია, ლობჟანიძე მარტის ბოლოსთვის მზად იქნება თუ არა.

რაც შეეხებათ ახლებს, ცვლილება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუ გამოძახებულთაგან რომელიმე დაშავდება. ყველა დანარჩენს კი კლუბში მიწვევას მალე გაუგზავნიან.

მეკარეები: გიორგი ლორია ("დინამო"), ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი);
მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ლევან კაკუბავა ("დინამო"), ზურაბ ხიზანიშვილი ("რედინგი", ინგლისი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("გაზ-მეთანი", რუმინეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), ლაშა სალუქვაძე ("ვოლგა", რუსეთი);

ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა ("ვოლგა" რუსეთი), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა), დავით კვირკველია ("პანიონისი", საბერძნეთი), გიორგი მერებაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", მოსკოვი), სანდრო გურული ("კარპატი", უკრაინა), ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია);

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), დავით სირაძე ("სპარტაკი", ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი ("მაკაბი", ჰაიფა ისრაელი), მათე ვაწაძე ("ვოლგა", რუსეთი).





.



მკითხველის კომენტარები / 12 /
ეგრე თუა თოლიკა, მაშინ ასათანი არაა დამნაშავე? რახან რუსეთში ვერ თამაშობს სუ უგუნდოდ უნდა დარჩეს? ჩამოვიდეს აქ და ზესტაფონიც, დინამოც და ქუთაისიც სიხარულით მიიღებს პრაქტიკაც ექნება და ჩემპიონატსაც წაადგება მარა არ კადრულობს. მაგრა პატივს ვცემ ასათიანს, მარა უგუნდოდაა და ვერ გაამტყუვნებ ქეცბას. ეგ ტოპმიოლერი არაა რო უსამართლობა აკეთოს! პრინციპული კაცია და იცის რასაც აკეთებს. იმედია მალე დაგვიბრუნდება მალხაზ ასათიანი! მერებაშვილი და ლობჟანიძე კი ნაღდად ვერ იყენებდნენ შანსებს და აგარ იმსახურებენ კიდევ ნდობას. ჯანოც თუ მიზანს გაასწორებს კაი იქნება, იმდენს იგებს თავის თავზე რამდენსაც ვერ ერევა ზოგჯერ და კარგავს ბურთს...
bb king
22:39 12-03-2011
0
მარცვალძეს ტრამვა აქ? აშკარად ეგეც გვჭირდება
torgva
23:05 12-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული