თბილისში საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებული თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან მჭედლიძე ნაკრებს ტრავმის გამო გამოაკლდნენ.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი დისკვალიფიკაციის გამო სერბეთთან მატჩს ტოვებდა და მხოლოდ ლატვიასთან განაცხადში იყო.
- თორნიკე ოქრიაშვილს ჯვარედინი იოგები აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად შეკრებაზე ორი ფეხბურთელი გამოიძახა.
ვაისის გადაწყვეტილებით, 20 მარტიდან
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა სერბეთთან და ლატვიასთან მატჩში:
მეკარეები: გიორგი ლორია - კრილია სოვეტოვი (რუსეთი), გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), სოლომონ კვირკველია - ლოკომოტივი, მოსკოვი (რუსეთი), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა - რეიმსი (საფრანგეთი), ვაკო გვილია - ბატე (ბელორუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია)
მატჩების განრიგი:
საქართველო-სერბეთი, 24 მარტი, 21:00 საათი, "დინამო არენა"
საქართველო-ლატვია, 28 მარტი, 18:00 საათი, "დინამო არენა".
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ნუ განგებამ რო ასე ისურვა გასაგებია. მეკარეს რო მიეღო ტრავმა მაინც ამათ გამოიძAხებდა.
ნუ კარიერის დამთავრების მერე მინისტრობა არ ვიცი მარა იმის მეშინია რომ ამ დუეტის სამწვრთნელო ტანდემი შეგვეტენება.