ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
nutu kankava dadamcvelebic 50 clisebi unda gaxdnen rom mixvdnen ar sheizleba uxeshad tamashi gansakutrebit sajarimoshi kvela sherchevitshi uazro da upasuxismgeblo jarimebi gvklavs rodis mixvdebian am simartives ver vxvdebi
zurabi zurabi
26 მარტი 2017 22:26
0
მაინც მიყვარს ღირსებაშელახული ქართული ფეხბურთი, თავისი დაბალი ტემპით და უამრავი ტრავმირებული „მარადპერსპექტიული“ ფეხბურთელებით!
1,2,3,5,8...
26 მარტი 2017 16:16
0
ის სპორტული ჟურნალისტები. ვინც ასეთი თამაშის შემდეგ სხვა კითხვას ვერ იფიქრებენ გარდა იმისა გადადგება თუ არა ვაისი , ფეხბურთის აზრზე არ არიან და არ აქვთ ანალიზის უნარი . ვინ იტყვის , რომ ვაისის ნაკრები ცუდ ფეხბუღლრთს თამაშობს ? გუნდს ეტყობა რომ პროფესიონალი და.მცოდნე.მწვრთნელი ყავს , ნაკრები თამაშობს ფეხბურთს და ამას ჩვენი მოწინააღმდეგე ყველა გუნდის მწვრთნელიც აღნიშნავს. პრობლემა უფრო სიღრმეებშია და ამას ყველა უნდა ხვდებოდეს .
beqnu
26 მარტი 2017 16:09
0
ვინც საზღვარგარეთ თამაშობს მაგენი ხან სასტავში არ არის,ხან დუბლებშიდაც არ ათამაშებენ რომელ ნაკრებზეა ლაპარაკი.მაგენი ჭიათურის მაღაროელსაც ვერ დაამარცხებენ.ვაისი კიარა 5 გვარდიოლა რომ დაუნიშნონ მაინც ვერ ივარგებენ
ილარიონი
26 მარტი 2017 14:55
0
ვერც ერთი უცხოელი მწვრთნელი ქართულ მენთალიტეტს ვერ მოერგება.როდესმე ხომ უნდა მიხვდეს ამას ფედერაცია!ნაკრებში უნდა იმუშავოს ქართველმა მწვრთნელმა.
niko
26 მარტი 2017 14:19
0
დიდი შეცდომაა,როცა ყაზაიშვილს აბრალებთ ამ თამაშის არ წაგებას.გასაგებია,რომ უნდა გაეტანა.მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე.მოდი დავთვალოთ,რამდენი საგოლე მომენტი შეჰქმნა ჩვენმა ნაკრებმა?
პასუხი მარტივია-1.
ის გოლიც კი,რომიც კაჭარავამ გაიტანა,მეტოქემ გვაჩუქა.
როცა 1 საგოლე მომენტს ჰქმნი მთელი თამაში მანძილზე,მხოლო მაგ ერთი საგოლე მომენტის იმედზე უნდა იყო 90 წუთი?
Zaza
26 მარტი 2017 13:05
0
"ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები."
ვაის,ხელფასის კონტრაქტს ხელს რომ აწერდი,მაშინ "სერია ა"-ში და "პრმიერლიგაში" თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები?...
Zaza
26 მარტი 2017 12:42
0
კონკრეტულად ეს თამაში წავაგეტ ყაზაიშვილის შეცდომის გამო, მოიქცა ისე როგორც ეზოში თაამაშის დროსაც არ უნდა იქცეოდე არა თუ ეროვნულ ნაკრებში. ერთი პასი და პირველივე ტაიმში იქნებოდა მოგებული თამაში. სერბეთი გერმანია არაა რომ 2:0 ზე შემოეტრიალებინა. როდესაც 100% შემთხვევას ხელიდან გაუშვებ აუცილებლად დაისჯები. ქართულ ფეხბურთში თუ ახალი მენტალურად შეცვლილი თაობა არ მოვიდა შედეგს კარგა ხანს ვერ ვიხილავთ.
კახა
26 მარტი 2017 11:52
0
დამნაშავე მხოლოდ მე ვარ!
ვახტანგი
26 მარტი 2017 11:42
0
ვაის ეს შემადგენლობა ათამაშე:
ლორია - გ.ჯიქია, ხოჭოლოვა, ს.კვირკველია, გ.კაშია - ჯ.ანანიძე, ვ. გვილია, ოქრიაშვილი - გოგია, მჭედლიძე, ყაზაიშვილი

სათადარიგოები: მაკარიძე - ნავალოვსკი, ცისკარიძე, მ. კობახიძე, ო.კაკაბაძე - ს. კობახიძე, კანკავა, გ. მერებაშვილი - ქვილითაია, ნ.კაჭარავა, გ. ჭანტურია

რ. კვასხვაძე - ლ. დვალი, ნ. ჭანტურია, გადრანი, ლობჟანიძე - ნ.კვეკვესკირი, აბურჯანია, ჰუფნაგელი - გ. არაბიძე, სხრიტლაძე, ბ. ზივზივაძე
თორნიკე
26 მარტი 2017 11:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული