ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ვაისმა ყველა თამაში წააგო, არ იძახებდა იმ ფეხბურთელებს ვინც მართლა ფორმაში იყო თავის დროზე და გოლები გაჰქონდა, ვაისს იცავენ პედერაციის ხალხი. ამ ყველაფერზე კობიაშვილი იყო პასუხისმგებელი და ვაისს ისიც უნდა გაჰყვეს...
უბედურები ვართ
25 მარტი 2017 20:57
0
Sruliad zedmetia am situaciashi ucxoeli mwvrtneli. Qartvelic sakmarisia. Vpiqrob temur qecbaia tyuilad gaushves egeti propesionalebi bevri ar gvyavs da ras ercodnen. Am kontventit maximums debda. Amat undodat albat mishvebuli sutuaciaa visac rodis unda chamosuliyo da wasuliyo. Egre araa. Amitomac movida axali xelmdzgvaneloba da gaushves . Utvinod viqcevit qartvelebi da ratom ver vxvdebi. Nutu mxolod pulia mnishvbelovani.
Dato lomidze
25 მარტი 2017 20:12
0
არაა პეხბურტი ტკვენი საკმე წადიტ
merabi
25 მარტი 2017 19:53
0
ვაისმა ავსტრიასთან(პირველი ტაიმი)და მოლდოვასთან(მეორე ტაიმი) მართლაც დაუშვა გარკვეული შეცდომები,თუმცა მიუხედავად ამისა იგი გახლავთ საკმაოდ კარგი სპეციალისტი და შესაბამისად ვთვლი რომ უნდა განაგრძოს ნაკრებში მუშაობა.რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ მატჩს,მისი ბრალი მარცხში მინიმალურია(ვთვლი რომ შეცვლები ოდნავ დააგვიანდა),ხოლო რაც შეეხება იმპროვიზაციას,რთულია ამ კონტინგენტით ასეთ მეტოქესთან იმპროვიზაციაზე ფიქრი.
Alex.F.
25 მარტი 2017 19:48
0
ათბალიანი სისტემით: ლორია-4, კაშია-6, კვირკველია-4, კაკაბაძე-0, ნავალოვსკი-5,გვილია-5, კანკავა-3, ყაზაიშვილი-4, ანანიძე-5, კვეკვესკირი-7, კაჭარავა-7.

ვაისი-5 დააგვიანა შეცვლებიც. კაკაბაძე პირველივე ტაიმში უნდა მოეხსნა...............
ქომაგი
25 მარტი 2017 19:41
0
შეიძლება ვაკოს ანანიძე თამაშგარეში ეგონა?
ქომაგი
25 მარტი 2017 19:31
0
თიხისგან ფოლადს ვერ გამოადნობ, რა მასალაც აქვს მწვრთნელი იმას იყენებს, ვაისის ბრალი არაფერია, მეორე ტაიმში ჩვენ ფეხბურთელები დაუნებივით გამოიყურებოდნენ, ზლაზვნით დადიოდნენ და ბურთი ფეხებში ებლანდებოდათ,ტექნიკურად, ფიზიკურად მოუმზადებლები არიან და შედეგიც სახეზეა.
vaja
25 მარტი 2017 19:30
0
დისიპლინა და დისიპლინა მეტი არაფერი გვიშველის ახალკაცი აცხოვნოს ღმერთმა ყიფოს ათი წუთი დააგვიანდა და ტაქსით იგოეთის ტეკამდე არბენინა აი მაშინ იყო თუ იყო კანონი ყაძაიშვილს დაკაკაბაძეს კიდე და ბევრს სოხუმამდე ვარბენინებდი.
tite
25 მარტი 2017 19:29
0
ვინც ვაისს იცავს ალბათ კობიაშვილის სანათესავოა :)

ტიპმა ვერცერთი თამაში ვერ მოიგო , არანაირი პერსექტივა ნაკრებს არ ეტყობა და ესენი კიდევ ვაისს ლობირებენ. ვაი თქვენს პატრონსწ
lashamax
25 მარტი 2017 19:23
0
თავი საერთოდ რო გავანებოთ ფეხბურთს არა? ხომ ხედავთ აღარ გამოგვდის. რატომ ყრის სახელმწიფო ჩვენს ფულს და თან ამდენს უაზროდ?
gulshematkivari
25 მარტი 2017 19:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული