ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
ნიჭიერი ფეღბურთელები გვყავს მაგრამ ეს არ არის ერთ გუნდად შეკრული ნაკრები აკლიათ პრაქტიკა ფიზიკური მომზადება რაც ძალიან იგრძნობოდა მატჩის მეორე ნახევარში და სწორედ ამის ბრალია ის გაშვებული გოლები არ ეყოთ ენერგია პლიუს დაეტყოთ რომ მორალურად გაფუჭდნენ პენალტის შემდგომ ......... არ შეიძლება ამ მატჩში ვიმე მწრთვნელი ან ცალკეული ფეღბურთელი დადანაშაულო გამოსავალი ერთია მეტი შრომა და პრაქტიკა ისე არაფერი გამოვა ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიებს და წარმოდგენებს რომ ...........
maxo
25 მარტი 2017 11:25
0
კონკრეტული ადამიანების ბრალი არ არის, არც ცალკე აღებული მწრთვნელის ან ფეხბურთელების ბრალია. ქართული ფეხბურთის პრობლემა უნიათო სისტემაა, რომელსაც არ შეუძლია შექმნას კონკურენტული გარემო ფეხბურთელების გასაზრდელად. ფედერაციის ბრალი არის ის რომ არ ცვლის იმ სისტემას რაც არის.. თავად არ იცის და სხვისი არ ესმის როგორ უნდა გააკეთოს ეს. გამოაცხადოს კონკურსი იდეაზე "როგორ განვითარდეს ქართული ფეხბურთი" და მერე ვნახოთ თუ არ იქნება შედეგი.
Davit
25 მარტი 2017 11:23
0
ვაისი კი არა გვარდიოლა მოურინიო ალეგრი... ვერავინ ვერ დადებს შედეგს საქართველოს ნაკრებში. მესიც ზედ რო მოაყოლონ.მესი სულ პრესინგს ითამაშებდა, უბრალო პასს ვერ მისცემენ და მაგიტო. :D საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ვურჩევ ჩვენს წვალებას თავი დაანებონ, და რამე სხვა საქმით დაკავდნენ, თუნდაც ყანა გათოხნონ
toka
25 მარტი 2017 11:18
0
Kazaidhvils da kakabadzes tu namusi vajkacobs akvt, nakrebshi agar unda hamovidnen.mteli eri shenatroda mogebas
Kaxa qartveli.
25 მარტი 2017 11:08
0
zaza-ს ერბეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავოლიუბ მუსლინმა დღეს, 24 მარტს, საქართველოსთან (3:1) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"როცა ვთქვი რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია არ ვცდებოდი. ისინი კარგად თამაშობდნენ.გარდატეხის მომენტი იყო პირვლი ტაიმის მიწურულს, როცა გავიტანეთ პენალტით. მეორე ტაიმში უკეთესად ვთამაშობდით, ბევრი მომენტები გვქონდა, შეიძლება ანგარიში უფრო დიდია და შესაძლოა თამაშის მიმდინარეობას არ ასახავდეს.

ეს იყო ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში პირველ ტაიმში საკვალიფიკაციო ეტაპზე. ცოტა მეცოდება ჩემი კოლეგა ვლადიმერ ვაისი, რადგან პირველი ტაიმიდან გამომდინრე მისი გუნდი არ იმსახურებდა ასეთი შედეგით მარცხს", - განაცხადა მუსლინმა.
მასალის გამოყენების პირობები
tazo
25 მარტი 2017 11:03
0
zaza-ს შენ მე მგონი სხვა არხზე უყურებდი,არც გოლი გაგვიტანია და არც მომენტები გვქონდა.ხომ?:))):))
tazo
25 მარტი 2017 11:01
0
ვერასოდეს ვიფიქრებდი ამის თქმა თუ მომიწევდა - ჯობდა უჩა ლობჟანის ეთამაშა, მაგრამ კაკაბაძემ ეს შეძლო! უნდა შეეცვალა რომ ხედავდა პირველ ტაიმში აშკარად ბნედა ქონდა ნაცემი :@
ჯამლეტი
25 მარტი 2017 10:48
0
ცხადაძე კიდევ ბევრჯერ გაგავახსენდება, ძლივს რაღაცას დაამსგავსა და ეს ხეჩიკაშვილი მოვიდა და მოიტანა თავის იდეები, თქვე კაი ხალხო რო ჩამოთვალა მაგ კაცმა აზერბაიჯანი რუსეთი მაკედონია და თქვა ნახეთ სად თამაშობენო, მასე არც ისლანდია წყვეტვდა თავის ლეგიონერებით ვარსკვლავებს მარა კი გავიდა და კიდე გავა შესარჩევიდან
ინასა
25 მარტი 2017 10:44
0
მწვრთნელი არაფერ შუაშია. ჩვენმა ფეხბურთელებმა მხოლოდ 40 წუთი გაძლეს ფიზიკურად. ამ კომპონენტში მათი მომზადების დონე კატასტროფულია. შეხედეთ მორაგბეებს. გადაბმულად 2 თამაშს ჩაატარებენ, რამე რომ იყოს. იქნებ მათი მომზადების მეთოდები დაინერგოს საფეხბურთო კლუბებში.
Gogi
25 მარტი 2017 10:39
0
ყველა ფეხბურთელი ცდება და მაგაში არაფერია გასაკვირი.მარა მერე ქმნიან ახალ მომენტს.90% გოლების ცენტრიდან რო გვიტანენ და ხოჭოლავა ცვლილებაზე უზის ეგეც ფეხბურთელების ბრალია?და ეგეთი უამრავი მაგალითია.თავმოყვარე არ დაელოდება (თუ მეტყვიანს).არავიზე ნაკლები ფეხბ გვყავს.
Arkadi
25 მარტი 2017 10:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული