ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 24 მარტს, სერბეთთან (1:3) დასრულებული მატჩის შემდეგ "დინამო არენას" მედია-დარბაზში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ისევ იგივე მეორდება - ინდივიდუალურ და პოზიციურ შეცდომებს ვუშვებთ. მეორე გოლი უნდა გაგვეტანა, მაგრამ კვლავ ვერ გამოვიყენეთ მომენტი.

მეორე ტაიმში სერბებმა საკუთარი კლასი აჩვენეს. სამჯერ დაარტყეს და სამი გოლი გაიტანეს. ჩვენ რამდენიმე მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი კარგი იყო. მერე კაკაბაძემ პოზიციური შეცდომა დაუშვა, რასაც
პენალტი მოყვა. მან ვერ გაიმეორა ის თამაში, რაც აქამდე ჰქონდა ირლანდიასთან და უელსთან. დღეს ის ბევრად უარესი იყო.
ეს არ იყო მისი მატჩი. ექვსმა მოთამაშემ საკუთარი თამაში აჩვენა, ოთხმა - ვერ.

ვხედავ თუ არა თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? არ ვიცი, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. საბოლოო ჯამში, ეს ქომაგების, ჟურნალისტების და ფედერაციის განსახილველი იქნება. თუ ისინი შედეგით უკმაყოფილოები იქნებიან, ეს მათი გადასაწყვეტია.

გარდატეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო. პირველი გოლის შემდეგ ზოგიერთი ფეხბურთელი ფსიქოლოგიურად გატყდა. მეორე ტაიმში ფეხბურთელებმა ბევრი შეცდომები დაუშვეს.

ეს ფეხბურთია და მათ ჩვენს მიერ ნაჩუქარი სამი გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება არაბიძეს, ის ნიჭიერია და ბევრი უნდა ისწავლოს. ვარჯიშზე კარგად გამოიყურებოდა და მინდოდა მისთვის შანსი მიმეცა.

არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც თანამდებობას კბილებით დაიცავს. თუ ხალხი უკმაყოფილო იქნება, წავალ. რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.

რაც აქ ვარ, ჩვენი საუკეთესო შემადგენლობით ჯერ არ გვითამაშია. დღესაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა.

ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები: მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.

დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 153 /
რაგბს მივხედოთ რაგბს,ფეხბურთი მოკვდა საქართველოში
chemipita
26 მარტი 2017 10:29
0
სრულიად ვეთანხმები ვაისს,სად ჩვენი ტილიანი ფეხბურთელები და სად მეტოქის ნამდვილი გამოცდილი მეომრები?რატომ არ გვინდა ვაღიაროთ რომ თამაში არ ვიცით?რატომ არ თამაშობენ ჩვენები?გერმანიაში,ინგლისში,ესპანეთში,იტალიაში,საფრანგეთში,ბელგია,ჰოლანდია,პორტუგალია.......... ალბანეთი,ფარერის კუნძულები,ლუქსემბურგი,უკვე აზერბაიჯანიც ეს გუნდები ჩვენზე უკეთესად თამაშობენ და ბევრად გვჯობიან.აი რომ ვაღიარებთ რომ ფეხბურთის თამაში არ ვიცით და კობიაშვილისნაირები და მსგავსები რომ დაინტერესდებიან ფეხბურთით მაშინ გვეშველება.შემირცხვენია ქართული ფეხბურთი და მთავრობა
თავადი
26 მარტი 2017 02:17
0
სანერვიულო არაფერია მაინც ბოიკოტის გამოცხადება გვინდოდა მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებაზე.ანეგდოტი გამახსენდა კოშკიდან ხტებიან ბასეინში ერთი ეკითხება რატომ ხტებით ცარიელ ბასეინშიო,მათ უპასუხეს ,მწვრთნელმა გვითხრაო ჟერ ხტომა ისწავლეთ და წყალს მერე ჩაგისხავთო.
maxo
26 მარტი 2017 01:19
0
ამან რა დააშავა, ფედერაციამ დააშავა რაც დააშავა.
niko
26 მარტი 2017 01:15
0
ვაისის ბრალი მინიმალურია.კაკაბაძემ არ გაუმართლა მაგრამ რას იფიქრებდა პენალტს ტუ აიკიდებდა ბოლო წუთზე.ყველა მწვრთნელი აცლიდა ტაიმის ბოლომდე
გია
25 მარტი 2017 23:15
0
დავახვედროტ კობის და ფეხბურტის მაფიოზებს ცარიელი ტრიბუნები.
bajo
25 მარტი 2017 22:53
0
დაანებეთ ვაისს თავი, ყველაფერი ჩვენი ფეხბურთელების ბრალია, არ გაიტან გაგიტანენ, რო გაგვეტანა ის მეორე გოლი მერე შეილებ მოგვეგო კიდეც
ფანი
25 მარტი 2017 22:47
0
რაღაც შედეგი რომ დადო საჭიროა რომ: ა) იყო ტალანტი ბ) იყო დისციპლინერებული და იმუშავო ბევრი, ჩვენი ნაკრები ვერცერთ მოცემულ კრიტერიუმს არ და ვერ აკმაყოფილებს. ბევრს გაგვეცინა და ალბათ ლანძღავდნენ კიდევაც ქეცბაიას მესებზე გაკეთებული განცახადების გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ მივედით ნაცნობ ადგილზე. ლეგიონერი რომ გქვია, ნაკრების ფეხბურთელი ხარ და პასს ვერ აკეთებ და სათიბ და საფეხბურთო მოედანს შორის რომ განსხვავებას ვერ ხედავ მერე არც დაყვირება არ უნდა გაგიკვირდეს და არც პენსიაში გაშვება.
nodari
25 მარტი 2017 22:35
0
ჩემი აზრით ეს შემადგენლობა საუკეთეაოა- მაკარიძე, კაშია, ხოჭოლავა, კვირკველია, ნავალოვსკი, კანკავა, გვილია, ჯიღაური, ანანიძე , ოქრიაშვილი , კაჭარავა
Thierry
25 მარტი 2017 21:57
0
ამათ ვერც ერთი მწვრთნელი ვერ უშველის . ამ მწვრთნელის ხელი კი გუნდს აშკარად ეტყობა , მაგრამ რად გინდა მაინც ვერ იგებენ. პირველ რიგში მიზეზი არის იმაში რომ ნაკრებში მოხვედრა ხდება ჩაწყობით ,ახლობლობით ეს სანამ იქნება სულ ასეთ დღეში ვიქნებით
gulshematkivari
25 მარტი 2017 21:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული