22:51 24-03-2017
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]
AutoSharing Option
- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]
არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5 წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.
სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.
მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.
- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
შემთხვევით?!!
საკმაოდ საყურადღებოა აგრეთვე მისი წარსულიც!! ჩემი აზრით ფედერაციას უნდა აეცილა ეს მსაჯი!!! კობიაშვილმა და იაშამ ხომ მაინც იციან ვინ არის მაგათ დროს გახეთქეს ეგ მსაჯი!! მოკლედ..ტოტალიზატორების ფსონებიც საინტერესოა რა ფსონები იდებოდა სერბეთზე!!!
.რისთვის ზიან ფედერაციაში!!