22:51 24-03-2017
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]
AutoSharing Option
- ვლადიმირ ვაისი: თუ მეტყვიან, დამნაშავე შენ ხარო, წავალ!
- სლავოლიუბ მუსლინი: ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა
- "ქართული სპორტის ქომაგების" ლამაზი პერფორმანსი საქართველო-სერბეთის მატჩზე [VIDEO]
- საქართველო-სერბეთის მატჩზე "დინამო არენა" მობილურებით განათდა [VIDEO]
არადა, "დინამო არენაზე" ვაისის გუნდისთვის ყველაფერი იდეალურად დაიწყო - უკვე მე-5 წუთზე სერბი მცველის შეცდომით ნიკა კაჭარავამ ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს ანგარიშში უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.
სერბებმა გათანაბრება ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით შეძლეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა მიითვალა.
მეორე ნახევარში სტუმრება დაწინაურებაც შეძლეს. 64-ე წუთზე ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 86-ე წუთზე უკვე მიატ გაჩინოვიჩმა დააფიქსირა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებს კვლავ არცერთი მოგება აქვს D ჯგუფში და 2 ქულით ბოლოსწინა, მეხუთე ადგილზეა.
- მჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. V ტური: ირლანდია და უელსი დაზავდნენ [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, ნავალოვსკი, კაკაბაძე (70, არაბიძე), კაშია, კვირკველია, გვილია (90, ჯიღაური), ანანიძე, კვეკვესკირი, კანკავა, ყაზაიშვილი (83, ქვილითაია), კაჭარავა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
ჯერ ვინ გვყავს და ბრმათა შორის ცალთვალა 3 ფეხბურთელი გვაკლდა . ვაისი ამ გროვასთან ( გუნდს ვერ დავარქმევ) ვერაფეს გააწყობს . თვითონაც არ ჩანს იმპროვიზატორი და ალღოიანი . უფრო სწორხაზოვანი , გათვლილი , დაზეპირებული სვლების მიმდევარი მგონია . Aმათ კიდევ , როგორ გინდა ამ ასაკში რაიმე დააზეპირებინო ? სერბები ისე იყვნენ არეული პირველ ტაიმში , როგორ შეიძლება ეგ არ გამოიყენო ან ფეხბურთელი თუ ვარგა, ან მწვრთნელი ? ყაზაიშვილი პასის არ მიცემის შემდეგ შესაცვლელი იყო . ისევ დვალიშვილი ჯობდა ( არ დამცინოთ , დაუკვირდით ) , მეტოქის მცველებს დაუგალავად უტევს , ტუმცა გოლის გატანა ვერ ისწავლა. ქვილითაია და კაჭარავა ერთად გაუგებარია - ორი მძიმე ფორვარდი , მეც რომ გავასწრებ ალბათ.
ეხლა ყველაფერს ყაზაიშვილს ვერ დავაბრალებ . წაგებაზე პასუხისმგებლობის აღება ყველა ფეხბურთელზეა და მწვრთნელზე ორმაგად.