საქართველო ფიფას მარტის რეიტინგში ერთი ადგილით ჩამოქვეითდა

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ფიფა/"კოკა-კოლას" მარტის თვის რეიტინგი. საქართველოს ნაკრებმა თებრვლის რეიტინგთან შედარებით ერთი ადგილით უკან დაიხია და 72-ე ადგილზე იმყოფება (472 ქულა).

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ხორვატიამ ერთი ადგილით წინ წაიწია და 8-ე ადგილზე გადაინაცვლა (1071). რეიტინგში 10-ე ადგილი შეინარჩუნა საბერძნეთის ნაკრებმა (1038). 6 ადგილით უკან დაიხია ისრაელის ნაკრებმა (532) და 58-ე ადგილზე იმყოფება. ერთი ადგილით წინ წაიწია ლატვიის ნაკრებმა, რომელიც ამჟამად რეიტინგში 75 ადგილზეა (448). საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ მალტის ნაკრებმა 7 საფეხურით წინ წაიწია
და 156-ე ადგილზეა (91).

ფიფას მსოფლიო რეიტინგის პირველ ათეულში კიდევ ერთი ცვლილებაა - ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხე ადგილი არგენტინას დაუთმო.

1 . ესპანეთი 1880
2. ჰოლანდია 1730
3. გერმანია 1486
4. არგენტინა 1412
5 . ბრაზილია 1411
6. ინგლისი 1212
7. ურუგვაი 1172
8. ხორვატია 1071
9. პორტუგალია1060
10. საბერძნეთი 1038

მომზადებულია fifa.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 1 /
26-ში მოვიგოთ და რეიტინგი მაგათთვის მიჩუქნია.
puma
15:53 09-03-2011
0

სიახლეები პოპულარული