გურამ კაშია: ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ეს მატჩი ჩვენ, ფეხბურთელებმა წავაგეთ და არა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა ან ვინმე სხვამ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ მომენტი გავანიავეთ და ეს სამი ქულა ასე რომ გავანიავეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ასეთია ფეხბურთი. ორივე ტაიმში სერბების შეცდომებს ველოდით. პირველში ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, მაგრამ დანარჩენები, რაც დაუშვეს და რაც ჩვენით შევქმენით
- ვეღარ. შემდეგ ვეცადეთ ინიციატივა აგვეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ოთხ დღეში ლატვიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და იქ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ. ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ფედერაციაზე რაც დავწერე არ უნდა დაგებლოკათ. ყველა კომენტარი გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკავთ
0
საერთოდ მწვრთნელები იმასი ცდებიან რომ შანს არ აძლევენ სხვებს მხოლოდ ერთი და იგივე სასტავი გამოდის და თამასობს ,შედეგს ვერ გვაზლევენ ხომ ხედავენ არა.მაგრამ მაინც ჯიუტად კიდევ ერთი და იგივე!! ჩვენ ვამბობთ მწვერთელებმა ჩვენზე მეტი ციანო მაგრამ არ იციან იმათ ვინც გვყავდა ერთი და იგივეს რომ ყოველ თამაშზე რამიხვედრა უნდა რომ უნდა შეცვალოს წავაგოთ მაგრამ უნდა სხვამან ითამასოს მაინც ვაგებთ ასე თუ ისე რამნიშვნელობა აქვს ,შეძლება შედეგიც იყოს რავიციტ ცადონ
მიშა
13:27 26-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული