გურამ კაშია: ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გურამ კაშიამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან ეს მატჩი ჩვენ, ფეხბურთელებმა წავაგეთ და არა მწვრთნელმა, გულშემატკივარმა ან ვინმე სხვამ. პირველივე ტაიმში შეგვეძლო ყველაფრის გადაწყვეტა, მაგრამ მომენტი გავანიავეთ და ეს სამი ქულა ასე რომ გავანიავეთ, მხოლოდ ჩვენი ბრალია.

ასეთია ფეხბურთი. ორივე ტაიმში სერბების შეცდომებს ველოდით. პირველში ერთი შეცდომა გამოვიყენეთ, მაგრამ დანარჩენები, რაც დაუშვეს და რაც ჩვენით შევქმენით
- ვეღარ. შემდეგ ვეცადეთ ინიციატივა აგვეღო, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

ოთხ დღეში ლატვიასთან გვაქვს ამხანაგური მატჩი და იქ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მიეცემათ. ჩვენ ვერ ვიგებთ თამაშებს, ამიტომ შანსი ახალგაზრდებს უნდა მივცეთ", - თქვა კაშიამ.
მკითხველის კომენტარები / 43 /
ფედერაციაზე რაც დავწერე არ უნდა დაგებლოკათ. ყველა კომენტარი გამოაქვეყნეთ ნუ ბლოკავთ
123
26 მარტი 2017 16:42
0
საერთოდ მწვრთნელები იმასი ცდებიან რომ შანს არ აძლევენ სხვებს მხოლოდ ერთი და იგივე სასტავი გამოდის და თამასობს ,შედეგს ვერ გვაზლევენ ხომ ხედავენ არა.მაგრამ მაინც ჯიუტად კიდევ ერთი და იგივე!! ჩვენ ვამბობთ მწვერთელებმა ჩვენზე მეტი ციანო მაგრამ არ იციან იმათ ვინც გვყავდა ერთი და იგივეს რომ ყოველ თამაშზე რამიხვედრა უნდა რომ უნდა შეცვალოს წავაგოთ მაგრამ უნდა სხვამან ითამასოს მაინც ვაგებთ ასე თუ ისე რამნიშვნელობა აქვს ,შეძლება შედეგიც იყოს რავიციტ ცადონ
მიშა
26 მარტი 2017 13:27
0
როგორ შეიძლება გურამ კაშია არ იყოს ნაკრების კაპიტანი ?!
მიშკა
26 მარტი 2017 12:42
0
მართალს ამბობს კაშია , მისცენ შანსი ახალგაზრდებს , გამოცდილებას მიიღებენ და ნუ გაუშვებთ მერე საზღვარგარეთ ისეთ გუნდში, მაგალითად სომხეთის არარატში და იქაც სათადარიგო სკამზე რო იჯდება
ssd
26 მარტი 2017 11:32
0
PS არაბიძე დარწმუნებული ვარ მწვრთნელმა შეზღუდა ისეთი შეშინებული იყო უკან პასის მეტი არაფერი გაუკეთებია. ასეთი სტილის მოთამაშეს თავისუფლება უნდა მისცე
123
26 მარტი 2017 10:01
0
ასე რომ ტყუილად ფეხბურთელების ან მწვრთნელის ლანძღვას აზრი არ აქვს, ფედერაციაში გამუდმებით ოროსნები ზიან და მაგიტომაა ფეხბურთი წინ რომ არ მიდის წიგნი არ აქვთ წაკითხული ბევრს რომ აზროვნება ისწავლონ, წარსულში კარგი ფეხბურთელი კარგ მენეჯერს არ ნიშნავს... მოურინიოს სულ არ უთამაშია დიდი ფეხბურტი მაგრამ ნახეთ რა მწვრთნელია.!!! მადლობთ ყურადღებისთვის
123
26 მარტი 2017 09:59
0
მართალი იყო ქეცბაია - 100%-ით ...
ლაშა
26 მარტი 2017 09:32
0
ვაისმა მოუგო მუსლინს, მაგრამ სერბმა ფეხბურთელებმა მოუგეს ქართველებს, ამ უკანასკნელების დახმარებით. ყაიზაშვილი უნდა დაასვენოს ვაისმა და შანსი მისცეს სხვა ფეხბურთელებს, ვაკოს ჭრდება დრო რომ იფიქროს იმაზე თუ რა გააკეთა მოედანზე! თუ სწორ დასკვნებს გამოიტანს შეიძლება მისი კვლავ გამოძახება ნაკრებში. კაშია თუ საკუთარ თავს გულისხმობს იმაში რომ ახალგაზრდებს დაუთმოს ადგილი, არ ვეთანხმები; მისთვის ადრეა სანაკრებო კარიერის დასრულება. მისი თამაშის ცოდნა და გამოცდილება სწორედ ახალგაზრდებს ჭირდებათ. სასიამოვნო არის კაჭარავას ხილვა მოედანზე. მისი დიდი იმედი მაქვს. ამ ნაკრებს ჭირდება გადახალისება და უკეთეს შედეგს აჩვენებს. ვაისის ხელში ნაკრები უკეთესად ითამაშებს თუ რამდენიმე პოზიციაზე ცვლილებებს განახორციელებს.
ლუკა
26 მარტი 2017 05:33
0
ძალიან გთხოვთ ახლა ნუ დაიწყებთ ამას მივცეთ შანსი და იმასო, ეს ხალხი არის დღეს საუკეთესო და ესენი ვერ ახერებენ შედეგის დადებას და ამათი დუბლიორები საერთდ არაფრის მაქნისები იქნებიან: ვინმეს თუ გონია რომ ლორიაზე კვირკველიაზე კანკავაზე გვილიაზე ჯანოზე ყაზაიშვილზე კაჭარავაზე და აშ... უკეთესად ვინმე დაიცავს საქართველოს ნაკრების ღირსებას ძალიან ცდება, ესა ვართ რაც ვართ ან ამ რესურსით უნდა გავიდეთ ფონს ან ვერაფრით... ნაკლებათ მჯერავს საქართველოს მასშაბით კაშიაზე და კვირკველიაზე უკეთესი მცველი მოიძებნებოდეს და დანარჩენებზე უკეთესი კიდევ ასე რომ ან ესენი იზამენ " საქმეს საგმიროს" ან ჯერჯერობით ვერავინ
რეზო
25 მარტი 2017 22:52
0
გუნდს ახლა ჭირდება გვერდში დგომა. თამაშობენ როგორც შეუძლიათ. თავს ზემოთ ძალა არაა. ამდენი მომენტი როდის შეუქმნიათ ადრე. სანახაობრივადაც არაუშავდა. ამოვუდგეთ გვერდში ფეხბურთელებს. რაღაც წინსვლა არის, დამეთანხმეთ. საქმე მარტო ანგარიშში არ არის.
ბაჩო
25 მარტი 2017 21:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული