ნიკა კაჭარავა: დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ჩემი აზრით, გამოცდილება დღეს ძალიან დაგვაკლდა, რადგან ვართ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში მაქსიმუმ ხუთი მატჩი თუ გვაქვს ჩატარებული. დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს.

დამეთანხმებით, რომ თამაშის ხარისხი არ იყო ცუდი. პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მეორე მთლად ისეთი ვეღარ იყო, როგორიც პირველი, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას,
რომ კარგი თამაში გამოვიდა, უბრალოდ შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და მართლაც საოცარი გრძნობა იყო. ხუთი წუთი შოკში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი, მოედანზე რა ხდებოდა, მაგრამ დავლაგდი და გავაგრძელე ჩემი თამაში", - თქვა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკა კაი ბიჭი ხარ ბურთთან ცოტა უფრო შენობით და ნამდვილი ცენტრფორვარდი იქნები
casila
16:24 26-03-2017
0
აი რანაირად ჩაატარეთ კარგი თამაში რა ...მირევს ეს ხალხი უკვე, გაყარეთ ყველა ნაკრებიდან და ათამაშეთ ახალგაზრდები, წაგებით ისინიც მოახერხებენ და წააგებენ, გამოცდილებას მაინც შეიძენენ
გიორგი
15:54 25-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული