ნიკა კაჭარავა: დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ნიკა კაჭარავამ 24 მარტს სერბეთთან განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან წაგებით მუნდიალზე გასვლის პრაქტიკული შანსი დაკარგა [VIDEO]

"ჩემი აზრით, გამოცდილება დღეს ძალიან დაგვაკლდა, რადგან ვართ ნაკრებში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ქვეყნის მთავარ გუნდში მაქსიმუმ ხუთი მატჩი თუ გვაქვს ჩატარებული. დროდადრო მოვა გამოცდილება და ის შედეგსაც მოიტანს.

დამეთანხმებით, რომ თამაშის ხარისხი არ იყო ცუდი. პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. მეორე მთლად ისეთი ვეღარ იყო, როგორიც პირველი, მაგრამ მთლიანობაში შეიძლება ითქვას,
რომ კარგი თამაში გამოვიდა, უბრალოდ შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი.

ნაკრებში პირველი გოლი გავიტანე და მართლაც საოცარი გრძნობა იყო. ხუთი წუთი შოკში ვიყავი, ვერ ვიაზრებდი, მოედანზე რა ხდებოდა, მაგრამ დავლაგდი და გავაგრძელე ჩემი თამაში", - თქვა კაჭარავამ.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ნიკა კაი ბიჭი ხარ ბურთთან ცოტა უფრო შენობით და ნამდვილი ცენტრფორვარდი იქნები
casila
26 მარტი 2017 16:24
0
აი რანაირად ჩაატარეთ კარგი თამაში რა ...მირევს ეს ხალხი უკვე, გაყარეთ ყველა ნაკრებიდან და ათამაშეთ ახალგაზრდები, წაგებით ისინიც მოახერხებენ და წააგებენ, გამოცდილებას მაინც შეიძენენ
გიორგი
25 მარტი 2017 15:54
0
კარგი ხარ ნიკა, გუშინ კარგი გოლიც გაიტანე ბევრიც იბრძოლე და ყაზაიშვილზე გაკეთებული გადაცემა იყო სუპერი !!! მართალი ხარ, ასეთ თამაშებში გამოცდილებაც დაგიგროვდებათ და წარმატებაც მოვა !
dave
25 მარტი 2017 15:51
0
დროა არის ნაკრები ჩაიბაროს ან გეგუჩაძემ. ან ფრუიძემ. ლატვიასთან ვინც მივა სტადიონზე. უსაქმურია.
სს
25 მარტი 2017 15:22
0
ვაისმა ყველა მეორე ტაიმს აგებს თავისი კოლეგებთან! 3 ბურთს ჩიხურა არ ცაუშვებდა.
გოგი ქუთაისელი
25 მარტი 2017 15:17
0
ყაზაიშვილი არის ეგოისტი, არადჯელტმენი. პასი უნდა მიეცა ჯანოს!
გოგი ქუთაისელი
25 მარტი 2017 15:14
0
მართლა კარგად ითამაშა ამ კაცმა.
kika
25 მარტი 2017 13:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული