საქართველოს ნაკრები ლატვიას ლორიას, კანკავას და კვირკველიას გარეშე დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მოახლოებულ ამხანაგურ მატჩში მთავარი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის ეროვნული გუნდი 21 ფეხბურთელით ემზადება. გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია და ჯაბა კანკავა ლატვიასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ვლადიმირ ვაისის
გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 27 მარტს, 18 საათზე კვლავ ს.კ. "ზესტაფონის" ბაზაზე ჩაატარებს. ლატვიის ეროვნული ნაკრები, მატჩისწინა ვარჯიშს ასევე 18 საათზე,
"დინამო არენაზე" გამართავს.

საქართველო-ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს, 18 საათზე "დინამო არენაზე" გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მაკარიძე - მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე - ტორპედო (ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე - ესბიერგი (დანია), გურამ კაშია - ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა - ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი - ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე - ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი - ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე - ატირაუ (ყაზახეთი)
ნახევარმცველები: ვაკო გვილია - ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი - გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი - დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე - სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი - დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი - ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური - ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე - გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე - შახტარი (უკრაინა)
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა - ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია - რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი - ატირაუ (ყაზახეთი).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია რომ იმ სამი ფეხბურთელის მეტმა არ დატოვა ნაკრები. ამ ამხანაგურს დიდი მნიშვნელობა აქვს ბოლობოლო მოგების გემო მოგვენატრა. წაგება ჩემთვის ყოველთვის ერთნაირათ გულდასაწყვეტია. სერბეთთან ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია,მაგრამ იღბალი მათ მხარეზე იყო.ეს გუნდი არ უნდა დაიშალოს. სამწუხაროთ ამათზე უკეთესი ფეხბურთელები არ გვყავს.წარმატებები ბიჭებო. ისევ იმ ჯიგრით დაიწყეთ თამაში როგორი შემართებითაც დაიწყეთ პირველ ტაიმში სერბებთან და მეორე ტაიმი კიდევ უფრო უკეთესად ითამაშეთ!მე პირადად პირველი ტაიმით მაგრად ვისიამოვნე.
კიკა
27 მარტი 2017 15:19
0
კაკაბაძეს ტაბატაძე მირჩევნია. სერბეთი უნდა გავიდეს პირველ ადგილზე. მაინც მართმადიდებელი და მრავალტანჯიანი ქვეყანა არის.
გოგი ქუთაისელი
27 მარტი 2017 15:06
0
ბატონო თამაზ ძოძუაშვილი არა ვითარ შემთხვევაში!
გოგი ქუთაისელი
27 მარტი 2017 15:01
0
სანამ ფეხბურთელები ღორობას არ მოეშვებიან ამათ ვერც ვაისი და ვერც ზიდანი ვერ უშველის , შე კაცო მიეცი პასი გახდეს 2:0 და მორჩება ყველაფერი. ამას მესიც კი არ დაარტყამდა თავისზე კარგ პოზიციაზე რომ ყოლიყო პარტნიორი.
დათო
27 მარტი 2017 13:13
0
დანიშნეთ მთავარ მწვრთნელად რეზო ძოძუაშვილი, არ ვიცი ეხლა თუ მოისურვებს თანამშრომლობას, მასაც ყავს გაყვანილი ერთ ერთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ფინალურ ეტაპზე
თამაზი
27 მარტი 2017 12:58
0
კაკაბაზეს აქვს სათამაშო პრაქტიკა? პირველივე წუთიდან ჩანდა მისი სუსტი ადგილი და ყაზაიშვილი ამ ორი ფეხბურთელის სინდისზეა ამ თამაშის წაგება, პლუს ვაისი რომელმაც ეს სუსტი რგოლები ვერ გათვალა და ვერ დააყენა ოპტიმალური შემადგენლობა. თუ დაუკვირდებით ვაისი მეორე ტაიმს ყოველთვის აგებს. სადამდეეე
iago
27 მარტი 2017 11:18
0
ეს არც ნაკრებია და არც ესენი არიან ფეხბურთელები! თავის მოტყუება და ამაო ხარჯია ყველაფერი! სანამ მავანთა მადა არ დაცხრება და სწორი მიდგომით ახალი თაობა არ წამოიზრდება, ამ საქმიდან არაფრისდიდებით, არაფერი არ გამოვა! სამწუხაროდ ასეა ეს..(ყაზაიშვილის და კაკაბაძის ნაკრები (სხვებისაც...) ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება)!
jiji
27 მარტი 2017 10:33
0
ვაისი კარგი მწვრტნელია.
zyra
27 მარტი 2017 10:04
0
კიდევ კარგი ლორია არ არის ნაკრებში!სერბეთთან გაშვებული მეორე გოლი მაგის ბრალია.არც კაკაბაძე უნდა ათამაშოს და არც ყაზაიშვილი.არც ერთი არ არის ფორმაში.
niko
27 მარტი 2017 09:22
0
ეს გუნდია ოპტიმალური:
ლორია - გ.ჯიქია, ს.კვირკველია, ხოჭოლავა, გ.კაშია - ვ.გვილია, აბურჯანია - ყაზაიშვილი - ჯ.ანანიძე, ოქრიაშვილი - მჭედლიძე

სათადარგოები:
მაკარიძე - ნავალოვსკი, მ.კობახიძე, ცისკარიძე, ო.კაკაბაძე - კანკავა, ჰუფნაგელი - ს.კობახიძე, გოგია - ნ.კაჭარავა

რ.კვასხვაძე, რევიშვილი
უ.ლობჟანიძე, ლ.დვალი, ფურცვანია
ნ.კვეკვესკირი, კ.მახარაძე, გ.მერებაშვილი, გ.არაბიძე, გ.მელქაძე, ვაჩიბერიძე
ქვილითაია, გ. ჭანტურია, ბ.ზივზივაძე, სხირტლაძე, ნ.ქუთათელაძე, გ.ბერიძე
პაატა
27 მარტი 2017 02:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული