ვლადიმირ ვაისი: მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას... ვნახოთ, რა იქნება ხვალ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 27 მარტს, ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 28 მარტს, 18:00 საათზე, "დინამო არენაზე" ლატვიის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

- სერბეთთან მარცხის შემდეგ გუნდში როგორი განწყობაა? როგორ ემზადება ნაკრები ხვალინდელი შეხვედრისთვის?
- რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ისეთი მატჩის წაგება, რომელსაც აკონტროლებ და რომელშიც არაერთ მომენტს ქმნი. ვიგებდით და შანსი გვქონდა, მეორე გოლიც გაგვეტანა, რომლის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ეს ისტორიაა...

ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ის ფეხბურთელები მიიღებენ, რომლებსაც სერბეთთან შანსი არ მიეცათ. თავისთავად, ყველა ერთად არ გამოვა მოედანზე, ზოგი ცვლილებაზე შევა. არ მინდა, მოედანზე პირველივე წუთიდანვე ყველა ახალწვეული გამოვიდეს.

ესპანეთთან მოგების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მოგება გვსურს. ვმუშაობთ, აქ სამუშაო ბევრია! მწვრთნელი ვარ და შედეგზე პასუხისმგებელიც ყოველთვის მე ვარ. ყოველი მატჩის შემდეგ სწორი დასკვნები უნდა გავაკეთო.

მწვრთნელი ყოველთვის ჩემოდნით ხელში დგას და მატჩს ელოდება: თუ მას იგებს, ის რჩება, თუ არა - მიდის. ამიტომ ჩემი მომავალი ფეხბურთელებზე, ფედერაციის წარმომადგენლებზე, გულშემატკივრებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, რა იქნება ხვალ...

- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?
- ლატვია ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მეორე ნომრად კარგად თამაშობს. ისე კი, ჩვენთვის ყველა მეტოქე ძლიერია.

ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს და ვერ გეტყვით, რომ ხვალ გერმანიის, იტალიის დონის ნაკრები გეყოლებათ, მაგრამ ვმუშაობთ. შედეგი ჯერ არ არის, თუმცა მას ვუახლოვდებით. რამდენიმე ნაბიჯიღა გვაკლია იმ ხარისხამდე, რომლამდეც მისვლა მე, თქვენ და გულშემატკივარს გვსურს.

- სერბეთთან მატჩამდე თქვით, რომ ორი სათამაშო სქემა შეიმუშავეთ. ხვალ როგორ ვითამაშებთ?
- კი, 3-4-3 შევიმუშავეთ, მაგრამ ამ სქემისთვის სათანადო ფიზიკური მომზადება არ გვაქვს. ხვალ 4-3-3 სქემით ვითამაშებთ.

- თქვით, რომ ლატვიის ნაკრებს მეორე ნომრად თამაში ახასიათებს, ჩვენ კი პირველ ნომრად მთელ მატჩს ვერ ვატარებთ...
- კი, ასეა. ხვალ კარგი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ლატვია სტანდარტულებიდან ბევრ გოლს უშვებს და ეს უნდა გამოვიყენოთ. ასევე, ზონურ დაცვას თამაშობს. დარწმუნებული ვარ, შეტევაში გაბედულად ითამაშებენ. მათ მოგება ენდომებათ, ისე არ ჩამოვიდნენ აქ.
მკითხველის კომენტარები / 42 /
vidre ,chvens fexbyrtis mesveyrebs ggoniat,rom fexbyrtelebi mxolod dinamohi lokomotivhi dasabyrtalohi ynda edzebon manamde araperi ar ikneba.camocion erti adgili da sxva gyndebhic edzebon fexbyrtelebi
tamazi
15:15 28-03-2017
0
არაბიძე არ მომეწონა. ჯანომ სუსტათ ითამაშა.
გივი
14:18 28-03-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული