შეგახსენებთ, რომ 28 მარტს საქართველოს "დინამო არენაზე" ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას ანგარიშით 5:0 სძლია.
- საქართველო-ლატვია 5:0 - ოქროს კოშკების გარეშე [VIDEO+PHOTO]
აღსანიშნავია, რომ ბოლოს "ჯვაროსნებმა" დიდი ანგარიშით მოგება ტოფტირში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ფარერებთან შეძლეს. მაშინ ჩვენმა ნაკრებმა მეტოქე სტუმრად ანგარიშით 6:0 დაამარცხა.
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში საქართველოს ნაკრებს სულ 5:0 და უფრო დიდი ანგარიშით 4-ჯერ მოუგია.
პირველად ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა 5:0 თბილისში 1994 წლის 16 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში
1997 წლის 30 მარტს კი თბილისში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში საქართველომ სომხეთის ნაკრები ანგარიშით 7:0 გაანადგურა, რაც ჩვენი ნაკრების ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვებაა დღემდე.
ქრონოლოგიურად კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურება:
თბილისი. 16.11.1994. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
საქართველო 5:0 უელსი (იხილეთ ვიდეო)
თბილისი. 30.03.1997. ამხანაგური მატჩი
საქართველო 7:0 სომხეთი (იხილეთ ვიდეო)
ტოფტირი. 16.08.2006. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი
ფარერები 0:6 საქართველო (იხილეთ ვიდეო)
თბილისი. 28.03.2017. ამხანაგური მატჩი
საქართველო-ლატვია 5:0 (იხილეთ ვიდეო)