[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშით ბევრი კმაყოფილი დარჩა და ვლადიმირ ვაისიც შეაქო, მაგრამ ჩვენ უფრო უკეთესი გვინდა, რომ არაფერი ვთქვათ შედეგზე, რომელიც აშკარად ცუდია. ეს გვაიძულებს, გამუდმებით ვეძებოთ ახალი სანაკრებო ვარიანტები, ვწეროთ იმ კადრებზე, ეროვნულ გუნდს ასე თუ ისე რომ გააძლიერებენ...

რა თქმა უნდა, სანაკრებოდ ფეხბურთელების შერჩევა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა და მასში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ სადაც ფეხბურთია, იქ განსხვავებული აზრიცაა. ფეხბურთს ძალიან უხდება კამათი და როგორც ცხოვრებაში, ფეხბურთშიც სწორედ ასეა - კამათში იბადება ჭეშმარიტება.

საქართველოს დღეს არ ჰყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი,
სანაკრებო მოთხოვნებს ბოლომდე რომ დააკმაყოფილებს. მით უმეტეს, არ ჰყავს ბევრი ისეთი მოთამაშე, რომელიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ეროვნულ გუნდს მიღმაა...

და მაინც, გვეგულება რამდენიმე ასეთი მოთამაშე და ერთ-ერთი ლუკას ჰუფნაგელია. ის გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კარგ და ტრადიციულ გუნდში, "ნიურნბერგში" თამაშობს და, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმსახურებს საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. ვეცდები, დავასაბუთო ეს მოსაზრება.

მიზეზი 1. ჩვენზე უტყუარი ექსპერტები არიან იმ კლუბების ხელმძღვანელები, მწვრთნელები და მენეჯერები, რომელთაც ესა თუ ის ფეხბურთელი გუნდში აჰყავთ. მოთამაშის საკლუბო კარიერა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, შესატყვისია მისი საფეხბურთო რაობისა და კლასის. შევთანხმდეთ: მეორე ბუნდესლიგის ტრადიციული კლუბი სუსტ ფეხბურთელს გუნდში არ აიყვანს.

მიზეზი 2. საქართველოს ნაკრებს სადღეისოდ თუ რამ მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს, ეს ფიზმომზადების პრობლემაა. ჰუფნაგელი კი ამ კუთხით შესანიშნავადაა მზად და სხვანაირად ვერც იქნება, რადგან ის გერმანიაში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად.

მიზეზი 3. მან იცის სწორი ფეხბურთის თამაში. ის არ აყოვნებს ბურთს და ზუსტად მაშინ აძლევს პასს პარტნიორს, როცა ეს აუცილებელია. მისი თამაში თავისუფალია ზედმეტი ეფექტებისგან, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს საქართველოს ნაკრებს.

მიზეზი 4. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბევრი მათგანი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დონეს ვერ აკმაყოფილებს და, წესით, ვერც დააკმაყოფილებს. მაშ, რატომ უნდა ვთქვათ უარი ისეთ მოთამაშეზე, რომელიც უკვე იქ არის?

მიზეზი 5. აქ არის ერთი ადამიანური მომენტი. ჰუფნაგელი საქართველოს მოქალაქეა. ქართველი დედისა და გერმანელი მამის შვილმა თავის დროზე თავად აირჩია ქართული პასპორტი, ეს კი გერმანიაში კარიერის აწყობას ხელს მაინცდამაინც არ უწყობს.

...მე ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ გამოჩნდა სულ პატარა ლუკას ჰუფნაგელი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში - ძალიან კარგ და ძლიერ ნაკრებში, რომელსაც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავდა.

ისიც მახსოვს, პირველი თამაშის შემდეგ ბევრი უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა - "მეტს ველოდით", "კაცს არ ატყუებს", "რაღაცნაირ ფეხბურთს თამაშობს", "სულ გახსნილ პარტნიორს ეძებს", "ეფექტურობა აკლია"...

სწორედ აქ იწყება ჩვენი უბედურება. ჩვენ, ასე ვთქვათ, საშუალოებისთვის ხელის კვრა გვახასიათებს, არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა მესი და რონალდო ვერ იქნება. სწორედ საშუალოებზე დგას დღევანდელი ფეხბურთი. ისინი შრომის ხარჯზე უმატებენ და უმატებენ.

თუნდაც, ჰუფნაგელის მაგალითი ავიღოთ, რაც ჩვენ მიერ ზემოთ დაწერილის დადასტურებაა. იმ ნაკრებში, სადაც ის მაინცდამაინც ვერ ბრწყინავდა ინდივიდუალიზმით, მართლა ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელი თამაშობდა. და დღეს ნებისმიერი მოთამაშე იმ გუნდიდან სიამოვნებით წავიდოდა "ნიურნბერგში", სადაც ჰუფნაგელი თამაშობს.

ეს შეიძლება მეორე მიზეზითაც იყოს განპირობებული. ევროპაში დაბადებულ-გაზრდილი ფეხბურთელი უფრო იოლად იწყობს კარიერას, ვიდრე ახალგაზრდა ქართველი, რომელსაც წინ არაერთი წინაღობა ეღობება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

ჰუფნაგელმა ერთხელ უკვე ითამაშა საქართველოს ნაკრებში, ამხანაგურ მატჩში, ესტონეთთან. ჯერ ერთი, იმ მატჩში ძალიან ცოტა ითამაშა და მეორეც, ის შეხვედრა ისეთი ცუდი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, რომ ერთი ფეხბურთელი ვერაფერს შეცვლიდა იმ ავადსახსენებელ მატჩში, რომელიც ალბათ უარესი იყო კახა ცხადაძის ფორმაციის საქართველოს ნაკრებისთვის.

ჰუფნაგელის გამოჩენა აუცილებლად გაზრდის კონკურენციას საქართველოს ნაკრების შუა ხაზში და ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თუ არ გვექნება რეალური სანაკრებო კონკურენცია, მაშინ წარმატება გვერდს აგვივლის.

იმედია, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა იცის ჰუფნაგელის არსებობის თაობაზე.

ქართულ საფეხბურთო თემში იმასაც გაიგონებთ, სლოვაკი მწვრთნელი მთლად დამოუკიდებელი არ არის სანაკრებო სიის შედგენისასო, მაგრამ არ გვინდა, ეს დავიჯეროთ. როგორც უნდა იყოს, ჰუფნაგელს არც თავისი კარიერით და არც პირადი საქციელით არ დაუმსახურებია ის, რომ გავრიყოთ და დავივიწყოთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მწვავედ დგას საქართველოს ნაკრების წინაშე. ეს გახლავთ კომპაქტური თამაშის პრობლემა. თუნდაც სერბეთთან მატჩში ნათლად გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრების სათამაშო რგოლებს შორის ძალიან დიდი მანძილია. ჰუფნაგელმა იცის ისეთი ფეხბურთის თამაში, რომელშიც ეს მანძილი მცირდება. ეს კი ძალიან სჭირდება საქართველოს ნაკრებს.

ახლა ჯერი ვაისზეა. საქართველოს, ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი ლუკას ჰუფნაგელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
ბუნდესლიგა 2-ის ნებისმიერი სტაბილური მოტამაშე იმსახურებს ამ ფორმაციის ნაკრებში მინიმუმ აქტიურ შეცვლებზე თამაშს
ლევან
06 აპრილი 2017 12:26
0
ჰუფნაგელის არ ვიცი რამდენად სჭირდება იგი დეს საქართველოს ნაკრებსია
ლეო
05 აპრილი 2017 22:19
0
კარგი სტატიაა და ბოლომდე ვეთანხმები.
ბესო
05 აპრილი 2017 22:07
0
ჰუფნაგელი აქამდეც უნდა გამოეძახებინათ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ის რომ საქართველოს ნაკრების კანდიდატია არ იცის ვაისმა. გააგებინეთ.
patrioti
05 აპრილი 2017 21:29
0
მე ვერ დაგეთანხმებით რო სასტავში ვერ იქნება ჰუფნაგელი. კანკავა არის ძალიან სუსტი,გინდ ყოფილა გინდ არა,სამწუხაროდ ასეა,მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა,ჯაბა უნდა იჯდეს სკამზე და როცა დაცვის გაძლიერებს დაგვჭირდება უნდა შემოვიდეს.ვსო. გოგია და ჰუფნაგელი თუ იქნებიან,ცოტა გერმანულად დალაგდება შუა ხაზი.
luk
05 აპრილი 2017 20:41
0
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს,ჰუფნაგელი საჭირო კაცია და ის იმსახურებს ყურადღებას და მით უფრო თამაშს ეროვნულ გუნდში,გულშემატკივრებმაც ცოტა მეტი უნდა უნდა ვიაქტიუროთ მსგავს თემებთან დაკავშირებით.მაგალითად მე მიმაჩნია რომ ჰუფნაგელი და გოგია საქართველოს ნაკრებს საშუალო დონის ნაკრებად აქცევენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ევროპული ფეხბურთის თამაში იციან.
ბაჩო გ
05 აპრილი 2017 20:32
0
აბსოლუტურად ვეთანხმები სტატიის ავტორს,ჰუფნაგელი საჭირო კაცია და ის იმსახურებს ყურადღებას და მით უფრო თამაშს ეროვნულ გუნდში,გულშემატკივრებმაც ცოტა მეტი უნდა უნდა ვიაქტიუროთ მსგავს თემებთან დაკავშირებით.მაგალითად მე მიმაჩნია რომ ჰუფნაგელი და გოგია საქართველოს ნაკრებს საშუალო დონის ნაკრებად აქცევენ მხოლოდ იმიტომ რომ მათ ევროპული ფეხბურთის თამაში იციან.
ბაჩო გ
05 აპრილი 2017 20:23
0
უნდა გამოიძახოს და გამოიძახებს კიდეც, მაგრამ აცადეთ რა, ტრამვა ქონდა ჰუფნაგელს და არ უთამაშია 3 თვე. ისევე როგორც გოგიას. ათამაშდებიან ეხლა და ორივეს ვიხილავთ ეროვნულ ნაკრებში. ნუ ნერვიულობთ ტყულიად
Eric cantona
05 აპრილი 2017 18:05
0
ლუკასი იმიტომ თამაშობს ნიურბერგში (წელს 1 თამაში და 4 შემცვლელი)რომ საქართველოს ნაკრებში რეგისტრირებული ფეხბურთელია,ამხელა სტატიას სანამ ჩამოაყალიბებთ სტატისტიკა გენახათ??ყველამ უნდა იცოდეს რომ ქართველი ფეხბურთელიბის 95% ნაკრებში თავის წარმოსაჩენად გამოდის და არა პატრიოტიზმით
Vova
05 აპრილი 2017 17:50
0
შეუძლია სხვა პოზიციაზეც თამაში აუცილებლად უნდა გამოვიძახოთ, ვაისი სცდება, რომ არა მისი შეცდომები სერბეთთან მინიმუმ ფრეს ავიღებდით,ასეა ლუკასის სემთხვევაც.
gaga
05 აპრილი 2017 16:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული