მთავარი მეკარისა და ფორვარდის გარეშე - დანაკლისი საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური და ოფიციალური მატჩებისთვის მოსამზადებლად 2 ივნისს შეიკრიბება.ვლადიმირ ვაისის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს გიორგი ლორია და ლევან მჭედლიძე გამოაკლდნენ.მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების შემადგენლობას ომარ მიგინეიშვილი დაემატა, რომელიც საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" წარმოადგენს.

ამ დროისთვის ეროვნულ ნაკრებში 24 ფეხბურთელია გამოძახებული, მათ შორის ოთხი - საქართველოს ეროვნული ლიგიდან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ომარ მიგინეიშვილი (სამტრედია, სამტრედია)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ესბიერგი, დანია), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ,ყაზახეთი),
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ჯემალ ტაბიძე (ურალი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (ნეფთჩი, აზერბაიჯანი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ლაშა დვალი (ირტიში,ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი,ყაზახეთი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი,უნგრეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო,თბილისი), ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი,რუსეთი) , ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია,პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი (ატირაუ,ყაზახეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი,კვიპროსი), ბაჩანა არაბული (დინამო,თბილისი), ელგუჯა ლობჯანიძე (ორენბურგი,რუსეთი), გიორგი არაბიძე (შახტარი ,უკრაინა)

ვლადიმირ ვაისმა, ასევე ის 6 ფეხბურთელი დაასახელა,რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

გიორგი ქიმაძე (ტორპედო, ქუთაისი), თეიმურაზ შონია (დინამო, ბათუმი), საბა ლობჟანიძე (დინამო,თბილისი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, სკოპიე), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი, თბილისი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია)

საკლუბო მატჩებში მიღებული ტრავმების გამო, უახლოეს ორ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს გიორგი ლორიასა და ლევან მჭედლიძის გარდა, ასევე გიორგი ქვილითაია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან. 7 ივნისს, 20:00 საათზე საქართველოს ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს. 11 ივნისს, 19:00 საათზე (თბილისის დროით 20:00 საათზე) ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ქალაქ კიშინიოვში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავენ.

წყარო: gff.ge

 

მკითხველის კომენტარები / 23 /
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სამჭედლო - ყაზახეთის ატირაუ (საუკეთესო 5 გუნდშიც ვერ ხვდება)
ატირაუ
01 ივნისი 2017 09:52
0
უჩა ლობჟანიძეზე უკეთესი მარჯვენა მცველი ჯერჯერობით არავინ სჩანს და არც ისე ცუდი დამცველიცაა. უბრალოდ შეტევაში მოიკოჭლებს. ასე რომ არაა ეს კაცი სალანძღავი.
შოთა
01 ივნისი 2017 09:13
0
იყო მჭედლიძე პალერმოსთან განაცხადში, ბოლო თამაშაზე მართალია არ უთამაშია, მაგრამ ტრავმიანსაც რომ ტყუილად არ ჩასვავდნენ განაცხადში, ამაში ვერავინ ვერ შემეწინააღდეგება? ანდაც ბოლომდე ვერ მოუშუშებელს. მეორე ხოჭოლავამ ითამაშა და ყვითელიც აიკიდა. მაგრამ აი ამ ჩვენს ნაკრებს რა მაფია აქვს აკიდებული აზრზე არა ვაარ. ვინა ხართ რა გინდათ დაგვანებეთ თავი, დაგვიბრუნეთ კახი.
Giorgi
01 ივნისი 2017 03:22
0
კვირკველიაა ფორმაში და ხოჭოლავა არ მინდაო. ვუისის სქემაში არ ჯდება ალბათ. ბარდაგია ნაკრებშიც და ფედერაციაშიც
vaso
01 ივნისი 2017 01:51
0
რათუნდათ ბერიძე აგერარაა დვალიშვილი და უჩააა :D მართლა უჩას სახელობისაა ეს ნაკრები რას მიაკვდა ეს კაციი :D
uchas fani
01 ივნისი 2017 01:14
0
ხოჭოლავამ დღეს ითამაშა კიევის დინამოს წინააღმდეგ,ამიტომ ცოტა უცნაურია მისი არ გამოძახების მიზეზი.რაც შეეხება მჭედლიძეს,რამდენადაც ცნობილია იგი გამოჯანმრთელდა.ამიტომ ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს...
Alex.F.
01 ივნისი 2017 00:04
0
ბერიძე ს რატომ არ იძახებეენ? ბიჭი თითქმის ყოველკვირა სიმბოლურში ხვდებოდა სლოვაკეთში და სეზონის აღმოჩენადაა მიჩნეული რა უნდა ქნაას რომ დაუძახონ, შიმშილობა დაიწყოს? :)
გიორგი
31 მაისი 2017 23:39
0
მჭედლიძეს უფრო ეზარება ტყუილად ჩამოსვლა ვიდრე სხვა რამ მიზეზი,მაგას თავი ნომერ პირველ ფორვარდად მიაჩნია ნაკრებში მარა მალე კაჭარავა ჩამოართმევს ამ პატივს
ბაჩო გ
31 მაისი 2017 23:35
0
ხოჭოლავამ დღეს თავის კლუბში ითამაშა ! სფფ გგვეცით პსუხი
A
31 მაისი 2017 23:28
0
დღეს არაბიძემ ითამაშა შახტარის მთავარ გუნდში და საგოლე, მაგარი ტქნიკური, პასიც მიითვალა!!!! ვულოცავ დ წარმატებას ვუსურვებ!!!
დათო
31 მაისი 2017 22:52
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული