ვლადიმირ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ, რომ...

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 5 ივნისს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს, 11-ში კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს - მოლდოვის წინააღმდეგ.

"11 ივნისს მოლდოვაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის და ვემზადებით. ჩვენი მიზანი სამი ქულის მოპოვებაა. სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნება.

ფეხბურთელთა ტრავმების გამო იძულებული გავხდი, ნაკრებში რამდენიმე ახალი მოთამაშე მომეწვია. ვნახოთ, როგორ გამოიჩენენ ისინი თავს ჯერ ვარჯიშებზე, შემდეგ კი თამაშებზე.

მოლდოვაში გამგზავრებამდე თბილისში ამხანაგურ მატჩს არც ისე ცნობილ სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან ვმართავთ. ეს გუნდი გუშინ სომხეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 0:5 დამარცხდა და ვფიქრობ, ამხანაგური მატჩის კვალობაზე, ჩვენთვის კარგი მეტოქეა.

ამ გუნდს რეიტინგის გაუმჯობესებისთვის არ ვეთამაშებით. თანაც, ქულები მაინც არ დაგვემატება, რომც მოვიგოთ. ფედერაციამ შემომთავაზა ეს ვარიანტი და დავთანხმდი. უცხოეთში გამგზავრებას და ზედმეტი ფულის ხარჯვას სჯობს, თბილისში ვითამაშოთ. ოფიციალური მატჩის წინ ეს კარგი ვარჯიში იქნება.

გიორგი მერებაშვილს ადრე აქვს ნაკრებში ნათამაშები, მაგრამ ჩემი ხელმძღვანელობით ის აქ პირველადაა. მას ვაკვირდებოდი, პოლონეთში სათამაშო პრაქტიკა არ აკლია და ახლა ზუსტად ასეთი ფეხბურთელები მჭირდება. გიორგი ქვილითაია, ლევან მჭედლიძე, გიორგი ჭანტურია, თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულნი არიან, ვაკო ყაზაიშვილი უთამაშებელია, წინა ხაზში კი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელია საჭირო.

არ ვფიქრობ, რომ ნაკრები კრიტიკულ ზღვარზეა. უბრალოდ, უიღბლობა ყველა მატჩში თან გვდევდა. თითქმის ყველა შეხვედრაში ჩვენი თამაში მაღალი დონის იყო და რომ არა უიღბლობა...

გუნდი ყოველდღე იზრდება და ასე იქნება მოლდოვასთან მატჩის მერეც!

უჩა ლობჟანიძემ და ოთარ კიტეიშვილმა ვარჯიშზე მცირე დაზიანებები მიიღეს, რის გამოც შემადგენლობას ჯაბა ჯიღაური დავამატე. ის კარგი ფეხბურთელია", - თქვა ვაისმა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტებმა ავთო ებრალიძეზეც ჰკითხეს, თუ აკვირდება და აპირებს მომავალში ნაკრებში მის გამოძახებას.

"უკვე მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ ყოველთვის ახალ ფეხბურთელებს ვერ გამოვიძახებ. ამ ეტაპზე ვიძახებ მხოლოდ იმას, ვისაც ვენდობი და კიდევ, 2-3 ფეხბურთელს ჩემპიონატიდან. იცით, რომ მომწონს აკაკი გოგია, მაგრამ მას საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს. ისიც იცით, რომ გიორგი ჯიქიას ხილვა მსურდა აქ, მაგრამ მან რუსეთის ნაკრები არჩია... რას ვიზამთ", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ისწავლეთ მოთმენა. ერთი აგურით სახლი არ შენდება. აცადეტ ამ კაცს. ხვალ მსოფლიო ჩემპიონობა გინდათ.ეეეჰ
Tb
07 ივნისი 2017 00:00
0
მართლა ვაი შენ. მართლა რა გეშველებათ ამ ნაცებს. რა არის ნორმალური ხელფასი?100 ათასი? უთხრეს 40-ს მოგცემთო და თუ მესამეზე გახვალ დანარჩენს პრემის მიიღებო. და ამაზე ატეხა ამბავი. ესტონეთთან 3:0 -ს ცხონებული ბებიაჩემიც წააგებდა, ამაში 100 ათასი რა ამბავია.
martla vai shen
06 ივნისი 2017 15:31
0
რა შუაშია ბიძია ნაცი. ნაცებისიც ქოცებისიც და ვინც მოვა აწი იმისიწ. ეს ფედერაცია გასარეკი როა სახლში ვერ ხვდებით. დაჭერას რო თავი დავანებოთ. შენსას კიდია და ვაისს მითუმეტეს
vaso
06 ივნისი 2017 15:07
0
ეს რა ბნელი ტიპია ქვევით ნაცების კომენტარებსო .... ბიჭო რა დაგაბრმავათ მართლა ეს ქართული ოცნების მხარდამჭერები? მართლა ვერ ხვდებით რომ ცხადაძე ბევრად კარგი მწვრთნელი იყო? ნუ 1 მინუსი ის ჰქონდა რომ თავის შვილს იძახებდა ნაკრებში , მეტი მინუსი არ გქონია და ძალიან კარგ და სწორ გზაზე იდგა ეგ კაცი და ხელფასიც ჩვეულებრივი ჰქონდა ....
ვაიმეე ვაიმეე !!!
06 ივნისი 2017 14:18
0
ერთი კაცის დაწერილს გავს ეს კომენტარები, უფრო ნაცების ხელწერას, ქეცბაია 150000$-ს იღებდა თვეში ცხადაძეს 70000$ ვერ ეყო და ვაისს იმაზე აკრიტიკებთ ეროვნუ ჩემპიოანატს არ ესწრებაო ისინი ხომ არ აცდენდნენ თამაშებს, როგორც ჩანს ვიღაც ვიღაცეებს ფული შემოაკლდა, ვაისს თავი დაანებეთ ნაკრები მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს და შედეგიც აუცილებლად იქნება თავის დროზე
$$$$$$$$
06 ივნისი 2017 12:01
0
მაგარი კლანი გაკეტდა კობის საზმო ამატ სუ კიდიატ რა კაცი გააგდეს ცხადაზე
zoro
06 ივნისი 2017 11:21
0
გასაშვებია ეს კაცი,ვეთანხმები დავით67 შეუძლია ინტერნეტიდან აკეთოს დირექტივები,ცხადაძე იდეალური ვარიანტი იყო,რამაც პოლიტიკამ შეიწირა კობიაშვილის დამსახურებაა!!!
smouk
06 ივნისი 2017 02:38
0
ვლადიმერ ვაისი: უკვე მერამდენედ ვამბობ რომ,..ვითომ თქვენ არ იცოდეთ რაა! მე რას მალაპარაკებთ? ხვალ *მამენტ ნიჩიაც* შედეგია ძმაო.
კ ო მ ბ ლ ე
06 ივნისი 2017 01:31
0
ვუის გავეყარეთ და ვაის(ს) შევეყარეთ!
Z.LO
06 ივნისი 2017 00:37
0
ფეხბურთის განვითარებაზე 265 მილიონი უნდა დაიხარჯოს ქვეყნის ბიუჯეტიდანო...ისეთი ბოლი დააყენა ტიპმა (არც გვარი ვიცი და არც მაონტერესებს) თვითონ ჩაიკარგა. ქართულ ფეხბურთს ვერაფერი წარმატება მოუტანეს ლეგენდარულებს რომ ეძახიან იმ ფეხბურთელებმა და ეხლა ერთ კოდლად შეკრულებმა ბიუჯეტიდან მოტრხეთ მაყუთები. მართლა ნამუსიანი ხალხის დეფიციტია საქართველოში, განსაკუთრებით პოლიტიკაში და ფებურთში
პაატა
05 ივნისი 2017 22:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული