უეფას ერთა ლიგა: საქართველოს ნაკრები და შანსი ბოლო კალათიდან

AutoSharing Option
2018 წლის სექტემბერში უეფას ერთა ლიგის პირველი მატჩები გაიმართება. ტურნირში 55 გუნდი ჩაერთვება და ოთხ დივიზიონად გაიყოფა. ეს დივიზიონები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, უეფას რეიტინგის მიხედვით დაკომპლექტდება.

A დივიზიონში საუკეთესო რეიტინგის მქონე 12 ნაკრები მოხვდება, შემდეგი 12 - B ლიგაში, 15 - C-ში, ხოლო ბოლო 16 - D-ში. A და B დივიზიონებში 4 ჯგუფი სამეულებისგან დაკომპლექტდება, C - ერთი სამეულისგან, ხოლო ოთხში - 4-4 გუნდი იქნება, რაც შეეხება D ჯგუფს, იქ 4 კვარტეტი შედგება.

ერთა ლიგაში ნაკრებები დივიზიონიდან
დივიზიონში დაწინაურდებიან და დაქვეითდებიან. ერთა ლიგის სატურნირო მდგომარეობა განსაზღვრავს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრისას რომელ კალათაში მოხვდება ესა თუ ის ნაკრები.

ეროვნული გუნდებისთვის უეფას ბოლო შუალედური რეიტინგი (ფიფას რეიტინგში არ აგვერიოს) 2017 წლის 26 მარტს, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ შედგა. ერთა ლიგის ჯგუფების შემადგენლობა ახლა რომ
კომპლექტდებოდეს, ნაკრებები დივიზიონებში ასე გადანაწილდებოდნენ:

A დივიზიონი
გერმანია, პორტუგალია, ბელგია, ესპანეთი, საფრანგეთი, შვეიცარია, იტალია, ინგლისი, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, შვედეთი

B დივიზიონი
სლოვაკეთი, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, ირლანდია, ჩრდ. ირლანდია, თურქეთი, უელსი, ჩეხეთი, სლოვენია

C დივიზიონი
უნგრეთი, დანია, საბერძნეთი, ალბანეთი, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ისრაელი, შოტლანდია, ბულგარეთი, ნორვეგია, კვიპროსი, ლიტვა, აზერბაიჯანი, ბელარუსი

D დივიზიონი
ფინეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ანდორა, ლიხტენშტაინი, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გიბრალტარი.

ბევრ გუნდს, მათ შორის საქართველოსაც (უეფას ბოლო რეიტინგში მე-40 ადგილზე ვართ), აქვს შანსი, უკეთეს (უფრო მაღალ) დივიზიონში მოხვდეს.

გამარჯვებული 2019 წლის ივნისს, ოთხი ჯგუფის გამარჯვებულის დასკვნით ტურნირში გაირკვევა.

საქართველო D დივიზიონშია, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ეს ჩვენი შანსიც არის: აუტსაიდერთა დივიზიონის გამარჯვებული ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საგზურს მიიღებს. ეს გუნდი მარტში დაგეგმილი ოთხთა ტურნირის საშუალებით გაირკვევა, სადაც ერთმანეთს 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება.

საინტერესოა, რომ ამ ნაკრებებიდან დიდ საერთაშორისო ტურნირებზე (ევრო 2004) მხოლოდ ლატვიას უთამაშია.

და კიდევ: შესაძლოა, რუსეთი და უკრაინა ერთ დივიზიონში მოხვდნენ, მაგრამ არა - ერთ ჯგუფში. იგივე ეხებათ სომხეთს და აზერბაიჯანსაც, სანამ არსებულ გადაწყვეტილებებს უეფას აღმასკომი არ შეცვლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
eseni imdens izamen rom darchenl shexvedrebshi maksimalur qulebs aigeben da aqac upro rtul jgupshi moixvedreben tavs!
mmm
04 აგვისტო 2017 18:34
1
სად რაგბი და სად ფეხბურთი რაგბში სულსხვა სისტემაა ფეხბუთში სულ სხვა.
quTaiseli
18 ივნისი 2017 15:04
0
საქართველო,სან მარინო, ლიხტენშტაინი, ანდორა,და გასულები ვართ პირველზე ეგ კაი მარა ფლეი ოფში 4 ჯგუფის პირველადგილოსანი დაუპირისპირდება ერთმანეთსო დაა იქ შანსები მცირე იქნება
გოგი
18 ივნისი 2017 14:26
1
ანუ როგორც რაგბში?
უიმე
18 ივნისი 2017 14:11
1
ეგ არი ჩვენი შანსი მაგრამ ვაისის ხელში ამასაც ვერ გამოვიყენებთ აი ნახავთ
aleko
18 ივნისი 2017 13:11
1
ამხანაგური არანაირად არარის ეხლა ჩამთავრდება მსოფლიო შესარ
ჩევი და მორჩა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.აქედანაც დიდი ალბათობით გაგვიჭირდება გასვლა.





ჩვი და მორცა შემოვა ეგ სისტემა. ისე ჩვენთვის ყველა თამაში ამხანაგური არარის.
quTaiseli
18 ივნისი 2017 10:14
1
ფინეთი, ესტონეთი, სომხეთი, ფარერები, ლატვია, მაკედონია, მოლდოვა, ყაზახეთი.
ხალხო ამ გუნდებიდან ერთთან მაინც ხომ მოხვდები? ან ფინალურზე ხომ უნდა შეხვდე? მერე რას იზამ მოუგებ?
ამდენი ოპტიმისტი და მეოცნებე რაც საქართველოშია, მე მგონი არსად არ არი.
haha
18 ივნისი 2017 09:40
1
მე რამდენადაც ვიცი, ეს ტურნირი არის ამხანაგური თამაშების ნაცვლად.
დათო
18 ივნისი 2017 04:09
1
ამდენი ხანია მთელი მსოფლიო გაფაციცებით გვადევნებდა თვალს, რომ როგორმე უმაღლეს ფორუმზე მოვხვედრილიყავით და აი .... დაეკარგათ მოთმინება და შემოიღეს საჩვენო სისტემა, ბოლოს და ბოლოს სინდისიც კარგი საქონელიაო! თუმცა მაინც ძალიან საეჭვოა გაუმართლოს საქართველომ უეფას მოლოდინი.
?????????????????????????????????????????????????????????????????? ნუ წამართმევთ სიტყვის თავისუფლების უფლებას!!!!!!!!!!!!!!!!
sandro
17 ივნისი 2017 22:58
1
S.P.-ს... ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი არ უქმდება...ის ისევე ჩატარდება,როგორც ტარდებოდა და ტარდება ეხლა...ხოლო,ეს ახალი ტურნირი ჩატარდება ამის პარარელურად...ანუ,ჩვენ და ყველა ნაკრები ევროპის ,მონაწილეობას მიიღებს ამ ორივე ტურნირში...ეს ახალი ტურნირი არის შანსი სუსტი ნაკრებებისათვის...ანუ,უეფა აძლევს შანსს სუსტ ნაკრებებს,ევროპის ჩემპიონატზე თამაშის...ასე,რომ ეხლა უნდა ვეცადოთ,რომ რეიტინგში მაღლა არ ავიწილთ,რომ შემთხვევით დ დივიზიონის ნაცვლად ც დივიზიონში არ მლვხვდეთ...ანუ,პარადოქსია,მაგრამ შემოდგომამდე გვაწყობს თამაშების არ მოგება...
ქუთაისი
17 ივნისი 2017 19:16
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული