ებრაელებმა საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ შემადგენლობა დაასახელეს

AutoSharing Option
ისრაელის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ლუის ფერნანდესსმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელბიც ლატვიის და საქართველოს ნაკრებების წინააღმდეგ სათამაშოდ მოემზადებიან.

ლუის ფერნანდესმა ნაკრებში "ჩელსის" ნახევარმცველი იოსი ბენაიონი გამოიძახა, რომელმაც სექტემბერში "ნიუკასლთან" მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლაღა განაახლა.

ისრაელის ნაკრებში პირველად გამოიძახეს თალებ თავათჰა. ლუის ფერნანდესმა თქვა, რომ მის თამაშს ბოლო 4 თვის მანძილზე აკვირდებოდა და კმაყოფილი დარჩა.

ნაკრებში გამოიძახეს: დუდუ ავათი, არიელ არუში, დუდუ გორეში, დეკელ კეინანი, რამი გერშონი, იციკ კოენი, თალ ბენ ჰაიმი, დანი ბონდარი, თალებ თავათჰა, იოავ ზივი, ბირამ კიიალი,
ბირბას ნათჰო, ეიალ გოლასა, ერან ზაავი, ელროი კოენი, ალმოგ კოენი, გალ ალბერმანი, ელიანივ ბარდა, ომერ დამარი, ბენ საარი, დურუ ბიტონი, მაორ ბუზაგლო, ლიორ რაფაელოვი, გილი ვერმუტი, იოსი ბენაიონი.

ისრაელის ნაკრები ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩებს ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ გუნდებთან 26 დ 29 მარტს გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ბირბას ნაჰთო"

"ნაჰთო" არა, "ნ ა თ ჰ ო".
bettoro
20:57 16-03-2011
0

სიახლეები პოპულარული