ბილეთების შეძენა შეგეძლებათ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სალაროებში. ასევე, "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროში. ქალაქში იმოძრავებს სფფ-ს მოძრავი სალარო - მანქანაც. კვლავ ძალაშია სასაჩუქრე მაისურების აქციაც, - ყოველ შეძენილ 5 ბილეთზე, გადმოგეცემათ 1 მაისურა - "გახდი მეთორმეტე".
აქვე, გთავაზობთ მოძრავი სალაროს ქალაქში გადაადგილების გრაფიკს:
20 მარტი - მეტრო "ვარკეთილი" (11- დან 18 საათამდე)
22 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)
23 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)
24 მარტი - მეტრო "ახმეტელი" (11- დან 18 საათამდე)
25 მარტი - სააკაძის მოედანი, ტექნიკურ უნივერსიტეტთან (11- დან 18 საათამდე).
26 მარტს, ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ეროვნული სტადიონის სალაროებში, საღამოს 6 საათამდე. 18:00- ის შემდეგ, ბილეთების გაყიდვა შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ ბილეთების ფასია 5, 7, 10, 20 და 30 ლარი. ყველა ზემოთმითითებული სალარო იმუშავებს დილის 11- დან საღამოს 6 საათამდე.
სფფ-ს პრესსამსახური
.