ხორვატიას ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრებს საქართველოსთან ევროპის 2012 წლის შესარჩევ მატჩში ორი ფეხბურთელი გამოაკლდა. ხორვატებს დონეცკის "შახტარის" 28 წლის თავდამსხმელი ედუარდო და სილვა და ზაგრების "დინამოს" 19 წლის მარჯვენა მცველი შიმე ვრსალკო ვერ დაეხმარებიან.

როგორც ცნობილი გახდა, ედუარდო და სილვამ ტრავმა მიიღო და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

ამ ფეხბურთელების ნაცვლად ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა ნაკრებში "ლევერკუზენის" 21 წლის მცველს დომაგო ვიდუს და "ვოლფსბურგის" 24 წლის თავდამსხმელს მარიო მანზუკიჩს უხმო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული