"ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ანანიძე მოაზროვნე ფეხბურთელია. 19 წლისაა და მისი ნიჭი ევროპაში უძლიერეს ფეხბურთელად გახდომის საშუალებას აძლევს. რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა არ ვიცი, მაგრამ მოხარული ვიქნები, თუ ანანიძე არ ითამაშებს", - განაცხადა ბილიჩმა.
ხორვატიის ნაკრების თავკაცი არ მალავს, რომ თბილისში მოსაგებად მოდის, მაგრამ საქართველოს იოლად დასამარცხებელ მეტოქედ არ მიიჩნევს.
"საქართველოში მოსაგებად მივდივართ, მაგრამ ამის გაკეთება იოლი არ იქნება. საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე
თბილისში ჯგუფის სხვა გუნდებთან არსებული უპირატესობის შენარჩუნების შანსი გვაქვს. თუმცა ჯგუფში ბრძოლა შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაგრძელდება", - თქვა ხორვატიის ნაკრების თავკაცმა.
საქართველოსა და ხორვატიის ნაკრების მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 26 მარტს 21:00 საათზე დაიწყება.
მომზადებულია jutarnji.hr-ის მიხედვით
.