ხორვატები გვემუქრებიან

AutoSharing Option
ჩვენ დარად, 26 მარტს დაგეგმილი, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისთვის ხორვატებიც გამალებით ემზადებიან. სლავენ ბილიჩის გუნდმა თბილისში გამომგზავრებამდე შეკრება ორშაბათიდან დაიწყო, დღეს კი უკვე თითქმის მთლიანი შემადგენლობით ივარჯიშა.

ხორვატთა გუნდთან ერთად ჯერჯერობით არ უვარჯიშიათ ედუარდო და სილვას და ნიკიცა ელავიჩს. "შახტარის" თავდამსხმელი სასტუმროში დარჩენილა და ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარებია, ელავიჩს კი მუხლში ტკივილისა და გადაღლილობის მიზეზით დასვენება "გამოუწერეს".

ბილიჩის გუნდს შეუერთდნენ "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მადრიჩი და მცველი ვედრან ჩორლუკა. მოდრიჩს სრული დატვირთვით უკვე უვარჯიშია, ჩორლუკა კი სპეციალური პროგრამით, ინდივიდუალურად
ემზადებოდა.

ვარჯიშის შემდეგ მომავალ მატჩზე ჟურნალისტებთან საუბარი "ტოტენჰემის" ნახევარმხველმა ნიკო კრანჩარმა მოისურვა:

"გუნდში საუკეთესო განწყობაა და ერთი სული გვაქვს, როდის ჩავალთ თბილისში. ვფიქრობთ, საქართველოსთან ორ და ისრაელთან ერთ მატჩში წარმატებით ევროპის ჩემპიონატის საგზურს გავინაღდებთ.

თუმცა, ბოლოდროინდელი შედეგების გათვალისწინებით, ქართველების საკუთარ კედლებში დამარცხება ერთობ გაგვიჭირდება. მიუხედავად ამისა, ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს, ყველა რგოლში ვჯობივართ და ეს აუცილებლად მოედანზეც უნდა დავამტკიცოთ".


მომზადებულია hns-cff.hr-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
დათოს ვეთანხმები დემეს მართლაც სჭირდება მხარშI დგომა ბევრი სიხარული მოუტანია ჩვენთვის და დაუდგეთ გვერდით ჩვენს ფეხბურთელს... ძალიან გთხოვთ ყველას ვინც იქნებით სტადიონზე დემე არ დაივიწყოთ
mitro
15:35 24-03-2011
0
ამ თამაშის ნახვის შემდეგ შესაძლებელი გახდება ქეცბაიასთვის ,,ნიშნის" დაწერა
dato
14:08 24-03-2011
0

სიახლეები პოპულარული