კალაძე - უფრო ითამაშებს, ჯანო გამოირიცხა

AutoSharing Option


რამდენიმედღიანი გაურკვევლობას წერტილი დღეს დაესვა: სამწუხაროდ, ჯანო ანანიძე ხორვატიასთან 26 მარტს ევროშესარჩევის მატჩში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება. ეს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილმა გვითხრა.
მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების პლეიმიკერი რუსეთის პრემიერლიგის პირველ ტურში “როსტოვთან” საგაეო მატჩის დროს დაშავდა - მას კოჭის მყესი გაუწყდა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან ვერც მალხაზ ასათიანი დაეხმარება, რომელიც დეკემბრის შემდეგ უგუნდოა და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

სამაგიეროდ, დიდია ალბათობა 26 მარტს ეროვნული ნაკრები მოედანზე კვლავ კახა კალაძემ გაიყვანოს. კახას “ჯენოაში” სერია ა-ს ბოლო ტურის
შეხვედრა კუნთის დაჭიმვის გამო გამოტოვა. თუმცა გუშინ კალაძემ ეროვნულ ნაკრებში სრული დატვირთვით ივარჯიშა.
“კუნთი ოდნავ მაწუხებს, ჯერ საბოლოოდ გარკვეულიც არ არის, ვითამაშებ თუ არა, მაგრამ თავს უკეთ ვგრნობ და იმედია, ხორვატებთან ვითამაშებ” - გვითხრა კალაძემ.


მკითხველის კომენტარები / 1 /
კალაძე ითამაშებს და ერთ-ერთი საუკეთესოც იქნება, მგონია.

რა ეღირება ერთ ბანერზე რო დემეს სურათი გაკეთდეს და ხორვატიასთან სტადიონზე გამოიფინოს? იკისრებთ ქომაგები? ბარემ ორგანიზებული ჯგუფი ხო გაქვთ შექმნილი და თქვენთვის ადვილი იქნება ამის გაკეთება. არ დაიმსახურა დემემ, რო რამენაირად მაინც დავუდგეთ გვერდში? დაიწყეთ და ძალიან ბევრი ხალხი შემოგიერთდებით, თორე სირცხვილია, რაც ხდება და ეგ კაცი როცა იქნება, გამოვა ციხიდან და მერე ვიცი, რამდენი "გულშემატკივარი" გამოუჩნდება. აი, ეგ იქნება კიდე უფრო დიდი სირცხვილი. ეხლა უნდა ბიჭს მხარდაჭერა და მოდით, ნამუსიანად მოვიქცეთ. სამუდამო სირცხვილი არ ავაკეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიას. დემემ ბევრი სიხარული მოგვიტანა და მოვიქცეთ კაცურად.
გაუმარჯოს სიმართლეს, ქართულ ფეხბურთს და ყველა კაი კაცს!
dato
23:40 23-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული