დავით სირაძე: ხორვატებსაც ბოლო წუთზე რომ გავუტანო, გეწყინებათ?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი დავით სირაძე ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება. ცხადია, საშინაო შეხვედრაში გულშემატკივარს თავდამსხმელების ეიმედება: ლადო დვალიშვილი და ალექსანდრე იაშვილი კლუბებში საკმაოდ შედეგიანად თამაშობენ, ნალჩიკის “სპარტაკის” ფორვარდი სირაძე კი ნაკრებში მნიშვნელოვანი გოლების ბოლო წუთებზე გატანას დაეჩვია.

ამასწინდელ ინტერვიუში დათომ გვითხრა, რომ თამაშამდე მეტოქეთა მცველებზე ინფორმაციებს ეცნობოდა. ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს, რას ფიქრობს 26 მარტის მატჩზე “ბოლო წუთის” კაცი.

- ხორვატიის ნაკრების მცველთა თამაში თუ შეისწავლე?
- ჯერ არც ვიცით, მოედანზე ვინ გამოვა, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს.
ძლიერი მეტოქეა და ძლიერი მცველებიც ჰყავს. მათზე და მთლიანად ნაკრებზე წარმოდგენა ისედაც მქონდა, რადგან ხორვატთა თამაშები ბევრჯერ მინახავს.

- მათ შორის რომელ მცველს გამოარჩევდი?
- შიმუნიჩი დაცვაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფლანგებზეც ძლიერები ჰყავთ. საერთოდ, ყველა რგოლში კარგად დაკომპლექტებული ნაკრებია.

- რუსეთის პრემიერლიგის ორ ტურში ნალჩიკის “სპარტაკში” მხოლოდ ერთხელ გათამაშეს და ისიც შეცვლაზე. მიზეზი რა იყო?
- სომხეთის ნაკრებთან კუნთი რომ დავიჭიმე, ამის გამო მთელი ერთი კვირა გამიცდა და საკონტროლო შეხვედრებიც გამოვტოვე. მერე ჩემპიონატიც დაიწყო და ვერ ვითამაშე, “სპარტაკმა” კი პირველი ტურში მოიგო. ასეთ დროს მოგებულ შემადგენლობას არ ცვლიან და მწვრთნელის მესმის.

მეორე ტურში ეშტრეკოვმა შეცვლაზე მათამაშა, თუმცა, ვიცი, რომ მენდობა და მჯერა, შემდეგ ტურებში ძირითადში დამაყენებს. ახლა კარგად ვარ, კუნთი აღარ მაწუხებს და ფორმაში შევდივარ.

- ხორვატიის ძლიერ ნაკრებს ბევრი გრანდი გაუმწარებია. გულახდილად თქვი, ასეთი
მეტოქის არ გეშინია?
- ნაღდად არ მეშინია. პირიქით, მეც და სხვებიც ძალიან მონდომებულები ვართ, გულშემატკივარი რომ გავახაროთ. მიზნის მიღწევაში სავსე სტადიონი დაგვეხმარება და, იმედია, ხალხი მოვა.

- ჩვენც გვაქვს იმედი, რომ გაიტან და ამ სიამოვნებას ბოლო წუთისთვის არ “შეინახავ”.
- ჯერ ისიც არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა. წინასწარ არავინ იცის, რა მოხდება, ხორვატია მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს. ისე, ბოლო წუთზე რომ გავიტანო, ცუდი იქნება?





.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბერდზებმაც სწორედ ამ დუნდური ტამაshის წყალობიტ წამოიგეს ქულა ზაგრებიდან' ისეტ წნეხshი მოაქციეს'ლამის მოუგეს კიდეც; ბეწვზე გადარchნენ ხორვატები.ზუსტად ასე უნდა მოვიქცეტ' სული უნდა ამოვხადოტ სიბილიტ' და მკაცრი პრესინგიტ shეცდომა დავაshვებინოტ; სწორედ აქ უნდა მოვცხოტ კეფაshი.
levani kaxetil
00:03 25-03-2011
0
მართლა ძალიან სწრაფი და აწყობილი გუნდია. ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენს ნაკრებს. ბევრი სირბილი და ერთმანეთის დაზღვევა მოუწევთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. ჩვენ სტადიონზე მივიდეთ და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ - ერთი მაგრა ვუქომაგოთ!
Giorgipirweli
23:01 24-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული