შეხვედრას იტალიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:
მთავარი მსაჯი - პაოლო ტაგლიავენტო
ასისტენტები - ლუკა მაჯიანი, ნიკოლა ნიკოლეტი
მეოთხე მსაჯი - პაოლო ვალერი
უეფა-ს მატჩის დელეგატი - კაზიმიერზ ოლეშეკი (პოლონეთი)
მსაჯთა დამკვირვებელი - მარკუს ნობსი (შვეიცარია)
უეფა-ს უსაფრთხოების ოფიცერი - ფერნანდ მიისე (ბელგია)
ოფიციალური პირები თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ.
რაც შეეხება ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს, გუნდი ზაგრებიდან ხვალ, 25 მარტს 14:50 საათზე ჩარტერული რეისით
ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათზე, ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართება ხორვატიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის - სლავენ ბილიჩის წინასამატჩო პრესკონფერენცია. 19:30 საათზე კი, ხორვატები ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ.
სტუმარი გუნდის წინასამატჩო ვარჯიში მედიისთვის საწყისი 15 წუთით იქნება ღია.
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თბილისში ჩამომსვლელი ხორვატი გულშემატკივრების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის.
სფფ-ს პრესსამსახური
.