გუშინ, 12 საათზე ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” დაგეგმილი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის მისვლა, რომელსაც გარემონტებული ბაზის მონახულება ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ერთად სურდა.
ამ შეხვედრის გასაშუქებლად ჟურნალისტები მიგვიწვიეს, მაგრამ ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, არც მინისტრი გამოჩენილა, არც ფედერაციის თავკაცი და “ბასას” კარიც არ გაღებულა.
მოგეხსენებათ, თემურ ქეცბაია ეროვნულ ნაკრებს ხორვატიასთან მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის ამზადებს და, როგორც შვეიტყვეთ, ასეთ დროს ნაკრების ბაზის კარის გაღება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
“ბატონმა ლადომ ადრე დაგეგმა “ბასაზე” მისვლა და დათვალიერება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ თემურ
ქეცბაიას დახურული ვარჯიში ჰქონდა და სტუმრებზე ყურადღების გადატანა არ გამოდიოდა. მინისტრი გაგებით მოეკიდა მდგომარეობას, რათა გუნდმა ჩვეულებრვ რეჟიმში განაგრძოს ვარჯიში. სერიოზული მატჩი გველის, ბაზის მონახულება კი სხვა დროისთვის გადადო”, - გვითხრა სამინისტროს პრესატაშე გიორგი ჭანიშვილმა.
ქეცბა მაგარია.
1 სრული წუთი არ ვჩერდებით.
გაავრცელეთ მაქსიმალურად.