სულ ცოტა ხნის წინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი ზაგრებიდან - ხორვატიის ეროვნული ნაკრები და მისი თანმხლები დელეგაცია უკვე თბილისშია.
სტუმრებს აეროპორტში მატჩის დირექტორი - ირაკლი ნაკაიძე და უსაფრთხოების ოფიცერი - ლევან თოფურია დახვდნენ.
ამ წუთებში, ხორვატიის ნაკრები სასტუმრო "შერატონში" ბინავდება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.