თაგუნა ვოლფი საქართველოს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს

AutoSharing Option
უკრაინული hotsport-ის რედაქციაში რვაფეხა პაულის მემკვიდრე თაგვი, სახელად ვოლფი ჰყავთ, რომელმაც სხვა მატჩების დარად, საქართველო-ხორვატიის მატჩის შედეგიც იწინასწარმეტყველა. თაგვმა სამ ალამს შორის, რომელიც ერთი საქართველოს დროშა იყო , მეორე - ხორვატიის, ხოლო მესამეს X (ფრე) ეწერა, საქართველოს ალამი აირჩია და მასთან მივიდა.

თაგვმა დღეს კიდევ 8 თამაშის პროგნოზი გააკეთა და უკრაინული საიტის მონაცემებით სენსაციური მხოლოდ საქართველო-ხორვატიის და უკრაინა-მაკედონიის (ფრე) შედეგი იყო.

25 მარტი
ავსტრია-ბელგია 1, ესპანეთი-ჩეხეთი 1.

26 მარტი
ირლანდია- მაკედონია X, საქართველო-ხორვატია 1, ისრაელი-ლატვია X, ბულგარეთი-შვეიცარია 2, ნორვეგია-დანია 2.

29 მარტი

ჩრდილოეთ ირლანდია-სლოვენია 2, თურქეთი-ავსტრია 1, უკრაინა-იტალია X.

რა თქმა უნდა, "წინასწარმეტყველი" თაგუნას არჩევანი საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივრისთვის გასახარი და მისაღებია, თუმცა, ერთიცაა - ვოლფი რვაფეხა პაულისგან განსხვავებით, დიდი სიზუსტით არ გამოირჩევა. თავისი ნიჭი მან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების კენჭისყრის წინაც გამოავლინა, თუმცა შეცდა და "შახტარი" "ინტერთან" დააკავშირა.


მომზადებულია hotsport.com-ის მიხედვით




.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნახეთ სააკაშვილმა თაგუნა ვოლფს ღირსების ორდენი თუ არ მიცეს, ან სტადიონის წინ ვარსკვლავს გაუხსნის...........
ucha
23:29 26-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული