ჯანო საბჭოთა კავშირის ვირტუალურ ნაკრებში

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირი ისტორიამ სანაგვეზე კი მოისროლა, მაგრამ რუსები დღემდე მისტირიან იმპერიას. ამის მორიგ მაგალითად "სოვეტსკი სპორტში" 23 მარტს გამოქვეყნებული სტატია გამოდგება: რუსულმა გაზეთმა რუბრიკით "ფენტეზი ფუტბოლ" მკითხველს 2011 წლის საბჭოთა კავშირისა და იუგოსლავიის სიმბოლური ნაკრებების შემადგენლობები შესთავაზა.

არარსებული საბჭოთა კავშირის ნაკრების სათადარიგოთა შორის საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერი ჯანო ანანიძე დაასახელეს, ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთისა და უკრაინის ნაკრებებიდან შეარჩიეს, სომხეთის ნაკრებიდან სათადარიგოებში მოხვდა დონეცკის "შახტარის" თავდამსხმელი გენრიხ მხითარიანი, ლიტვიდან კი მოსკოვის ცსკა-ს მარცხენა მცველი დევიდას შემბერასი. ავტორის "ობიექტურობაზე" კალაძის არდასახელება
მიუთითებს.

გაცილებით სოლიდურად არიან წარმოდგენილი იუგოსლავიის სიმბოლურ ნაკრებში ჩვენი ხვალინდელი მეტოქის, ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები: ძირითად შემადგენლობაში რუსებმა ორი მათგანი დაასახელეს, დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველი დარიო სრნა და "ტოტენჰემის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი, სათადარიგოებში კი - "ტოტენჰემის" მეკარე სტიპ პლეტიკოშა და მცველ ვედრან ჩორლუკა, "ბაიერნის" მცველი დანიელ პრანიჩი, კიევის "დინამოს" ნახევარმცველი ოგნიენ ვუკოევიჩი, "სევილიას" შუახაზელი ივან რაკიტიჩი და "ბაიერნის" თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული