მერე კი იყო მაგალითები - ხორვატები ნაკრებში ფედერაციის ხარჯზე გამოძახებას არ კადრულობდნენ, ჩვენს ქვეყანას უჭირსო და თავად ყიდულობდნენ ბილეთებს.
ერთ რამედ ღირდა მათი თავდადებული თამაშის ხილვა, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს პატრიოტიზმის სახელმძღვანელოდ გამოადგებოდა.
კარგად მახსოვს ფედერაციის ამჟამინდელი პრესატაშე ლაშა დვალიშვილის მიერ წლების წინ ნათქვამი. მამამისი ხორვატიაში ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა - ჩვენგან
ჩამოვიდა ივო შუშაკი, თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი და ჩვენს საფეხბურთო სამყაროში უდიდესი სიყვარული დატოვა. ჯერ ერთი, მისი ხელმძღვანელობით რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, ღირსებით, სხვისი ტრადიციებისა და ხალხის დაფასებით დაგვამახსოვრა თავი. არც ერთ უცხოელ მწვრთნელს იმდენი მეგობარი არ ჰყავს საქართველოში, რამდენიც "ივო ველიჩესტვო" ივოს.
და ბოლო ფაქტი: ხორვატიამ საქართველოში უპრინციპულესი შეხვედრა წააგო. ლუკა მოდრიჩმა თქვა, ასეთ ნაკრებთან არასდროს წაგვიგიაო. "ასეთ ნაკრებთან" წაგებული ხრისტო სტოიჩკოვიც გვახსოვს, ბავშვმა ავტოგრაფი რომ სთხოვა და წყალი შეასხა. კიდევ ბევრი ასეთი მომხდარა.
ხორვატები მართლა გამორჩეულები ყოფილან. წაგებით გამწარებული მათი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი არც მსაჯებს მიხდომია და არც წაგება გაუმართლებია გარეშე ფაქტორებით, საქართველოს ნაკრების გასახდელში შევიდა და, როგორც ვაჟკაცს შეშვენის, მოწინააღმდეგის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას გამარჯვება მიულოცა.
მატჩის დასრულებისთანავე კი ისეთი სიხარული სუფევდა, უმრავლესობამ ვერ შენიშნა: ხორვატების ნახევარმცველი ტომისლავ დუიმოვიჩი გასახდელისკენ გაბრაზებული მიეშურებოდა, როდესაც ინვალიდის ეტლში მჯდარ ქართველ გულშემატკივართან შეჩერდა და მაისურა უსახსოვრა, თანაც ისე, რომ მისთვის ფორმა არ უთხოვნია.
არა მგონია, ეს წვრილმანი იყოს. დუიმოვიჩი ღირსეული ქვეყნის შვილია, რომელმაც წაგებაც ღირსეულად გადაიტანა და სამშობლო უფრო კარგად წარმოაჩინა, ვიდრე ბევრმა გამარჯვებულმა ფეხბურთელმა.
.
დიდი მადლობა ჩემო ძმაო!
თუ არ დაგეზარება, რედაქციაში დაგვიკავშირდი და სიამოვნებით, მაგარი აზრია!