ესღა გვაკლდა: გოგუა ისრაელთან არ იქნება

AutoSharing Option
გუშინ საღამოს საქართველოს ეროვნული გუნდი ისრაელში გაემგზავრა, სადაც 29 მარტს ევროშესარჩევ შეხვედრას ჩაატარებს.

საქართველოს ანკრებს კალენდრის შერჩევისას ძალიან არ გაუმართლა, ხორვატიასთან მატჩს ჩვენმა ფეხბურთელებმა უდიდესი ფიზიკური და ფსიქიკური ძალები შეალიეს და ისრაელთან შეხვედრის ძალების სრულფასოვნად აღდგენის საშუალება არ მიეცათ. ამას ემატება ტრავმირებულთა თუ ფორმაში არმყოფთა სიმრავლე - ლევან ყენია, ჯანო ანანიძე, უჩა ლობჟანიძე, სანდრო გურული დაშავებულები არიან, მალხაზ ასათიანი კი უგუნდოა.

სამწუხაროდ, გუშინ ამ სიაში გოგიტა გოგუაც ჩაეწერა. ის ჯანმრთელად კი არის, მაგრამ თემურ ქეცბაიამ ისრაელში არ იახლა. ინფორმაცია ფედერაციის
პიარმენეჯერმა თათია ბურდულმა დაგვიდასტურა, თუმცა მომხდარზე განცხადებას ნაკრების ხელმძღვანელები დღეს თავად გააკეთებენ.

მიზეზებზე ოფიციალურად ჯერ არავინ ლაპარაკობს. ერთი ვერსიით, მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის უსიამოვნება მატჩის შემდეგ მოხდა. არადა, მატჩის შემდეგ გოგუა მშვენიერ ხასიათზე იყო.

ჩვენი ნაკრები აღმავლობის გზაზეა, ქეცბაიამ ბრძოლისუნარიანი გუნდის ჩამოყალიბება მოახერხა და იმედია, ეს გაუგებრობა თუ წყენა მალე დასრულდება, თანაც ნაკრების ინტერესების შესაბამისად.






.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძველი ბიჭების ფეხბურთი გვახსოვს რაც იყო....ქეცბაია მწვრთნელია და ის გადაწყვიტავს გუნდის პოლიტიკას !!! გახსოვთ ფერგიუსონის მიერ ბეკჰემისთვის გახეული წარბიც ...ერთი სიტყვა არ მიუმართავს არავის ალექს ფერგიუსონისთვის და ვერც გაუბედავენ.....ასე უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში, დისციპლინა და მწვრთნელის დაჯერება....ქეცბაიას გაუმარჯოს , ქართველ ფეხბურთელებს გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!
0
ქეცბაიამ უკეთ იცის ვის წაიყვანს და ვის არა!!!
levani
13:41 29-03-2011
0

სიახლეები პოპულარული