ქეცბაიამ თავად გადაწყვიტა - ისრაელში გოგუას გარეშე

AutoSharing Option
27 მარტს 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელში მორიგი შესარჩევი მატჩის სათამაშოდ გაემგზავრა. თემურ ქეცბაიამ თელ ავივში 21 ფეხბურთელი იახლა. წინასწარ გამოძახებული მოთამაშეებიდან ისრაელში სამი ფეხბურთელი - გიორგი ხიდაშელი, გოგიტა გოგუა და სანდრო გურული ვერ წავიდნენ. ამ უკანასკნელმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ისრაელში, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გოგიტა გოგუა მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით არ ითამაშებს. ამის შესახებ "ინტრეპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ლაშა დვალიშვილმა ისრაელიდან აცნობა.

"ეს იყო მწვრთნელის გადაწყვეტილება - ქეცბაიამ გადაწყვიტა, რომ გოგუა ისრაელთან შეხვედრაში
არ მიიღებს მონაწილეობას. არ დასახელებულა არც მიზეზი და არც მოტივი. უბრალოდ, მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ გოგიტა გოგუა გუნდთან ერთად არ წამოსულიყო", - განაცხადა დვალიშვილმა.

გოგუასა და ქეცბაიას შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციაზე კი დვალიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ზუსტი პასუხის გაცემა მხოლოდ თავად ქეცბაიას და გოგუას შეუძლიათ.
"მომავალში კი, როცა მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ნაკრებს გოგუას დახმარება სჭირდება, ბუნებრივია, გამოიძახებს", - განაცხადა დვალიშვილმა.

ქეცბაიამ ისრაელში ეს ფეხბურთელები იახლა:
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე;
მცველები: კახა კალაძე, ლაშა სალუქვაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია;
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ჯაბა კანკავა, მურთაზ დაუშვილი, კახა ალადაშვილი, ალექსანდრე კოშკაძე;
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, დავით სირაძე, ოთარ მარცვალაძე, ირაკლი მოდებაძე, ნიკოლოზ გელაშვილი.

საქართველოს ნაკრები ისრაელში სასტუმრო "სითი ცენტრ ქროუნ პლაზაში" დაბინავდა. დღეს ქეცბაიას გუნდი "ბლუმ ფილდზე", ადგილობრივი დროით 19:00 საათზე ივარჯიშებს. 29 მარტს კი შეხვედრას, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ფრანგი არბიტრები უმსაჯებენ - მთავარი მსაჯი ფრედი ფოტრელი იქნება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადმოსცემს.

"აეროპორტში ნაკრებს ქართველები დახვდნენ. ფეხბურთელებს ძალიან კარგი განწყობა აქვთ და ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ სამი ქულა წამოიღონ ირაელიდან", - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.






.
მკითხველის კომენტარები / 1 /
tqven gaixaret bichebo, rogor gagvaxaret.cremlebit vtirodi, mikvars chemi qvekana da xalxi. mikvars kvela vinc tavis saqmes ertgulad emsaxureba gaixaret
nino
21:51 28-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული