ლუის ფერნანდესი: საქართველო კერკეტი კაკალია!

AutoSharing Option
ისრაელის მთავარ მწვრთნელ ლუის ფერნანდესს სურს, მისმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩში, სამშაბათს, საქართველო დაამარცხონ. შეგახსნებთ, "ლურჯთეთრებმა" შაბათს ლატვია დაამარცხეს ანგარიშით 2:1 და თელ ავივში მორიგი გამარჯვებისთვის ემზადებიან.

51 წლის სპეციალისტმა იცის, რომ საქართველო მის გუნდს პრობლემებს შეუქმნის, მაგრამ სურს, მათ მატჩში ყველაფერი ჩადონ და დადებით შედეგს მიაღწიონ.

"საქართველო კერკეტი კაკალია, მათ ხორვატია დაამარცხეს 1:0 და კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, - თქვა ფერნანდესმა მატჩის წინ. - ოთხ დღეში მეორე თამაშის ჩატარება ჩვენს ზოგიერთ ფეხბურთელს ძალიან გაუჭირდება. მიუხედავად
ამისა, თუ დღეს საქართველოს დავამრცხებთ, კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით."


მომზადებულია goal.com-ის მიხედვით





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული